შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

5 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში მიღების საკითხს არ განვიხილავთ - მარიამ ჯაში

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7113 
 13 თებერვალი 2019
5 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში მიღების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგიდან მოხსნილია. როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა, სკოლის დაწყების ასაკის ცვლილების გადაწყვეტილების გადახედვის პროცესში ორი ძირითადი ბარიერია.

„ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ სენსიტიური საკითხი. ძალიან ბევრი მშობელი მიმართავს აღნიშნული თხოვნით, თუმცა გადაწყვეტილება სკოლის დაწყების ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებით არ არის დამოკიდებული მხოლოდ პოლიტიკის შემუშავების პროცესსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა დამოკიდებულებაზე ან თუნდაც იმ დამოკიდებულებებზე, რომელიც არსებობს როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული გამოცდილებიდან.გვაქვს  არასაკმარისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები სკოლებში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და პირველ რიგში თბილისში. თუ მივიღებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად 15-დან 20 ათასამდე დამატებითი პირველკლასელის მისაღებად - რაც დღევანდელი მდგომარეობით არ არის რეალისტური. მეორე - იმ ქვეყნებში, სადაც ხდება გამონაკლისი წესით არასავალდებულო ასაკში მოსწავლეების მიღება, არსებობს სასკოლო მზაობის შეფასებების ინსტრუმენტები, რომელიც ინერგება სკოლის, მუნიციპალიტეტის, შტატის საგანმანათლებლო უწყებების დონეზე და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება ბავშვთა რეგისტრაცია სკოლებში. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ვაგრძელებთ მუშაობას, თუმცა მე არ მინდა შეიქმნას მოლოდინები, რომ მიმდინარე წელს ჩვენ შეიძლება გვქონდეს ცვლილებების შესაძლებლობა“ - განაცხადა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია