შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საბანკო რეგულაციები დაწესდა მოსახლეობის დასაცავად" - ეკონომიკის მინისტრი

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7117 
 14 თებერვალი 2019
„საბანკო რეგულაციები, რომელიც იყო შემოღებული, აგრეთვე გამიზნულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით, ღარიბი შრე იმისთვის, რომ მათ აიღონ ის კრედიტი, რომლის გადახდის უნარიც ექნებათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით იმას და ვამბობთ, რომ ამას სამშენებლო სექტორის ზრდაზე განსაზღვრული ზეწოლა მოჰყვება. ეს არავისთვის გასაოცარი და სიახლე არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს ზეწოლა არ იქნება ისეთი, როგორზეც თქვენ ახლა ლაპარაკობთ და ჩვენ ამას სტატისტიკა გვიჩვენებს. ეს იყო გამიზნული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და განსაკუთრებით, ის ღარიბი შრეები, რომელთაც არ შეუძლიათ, კრედიტები გაისტუმრონ.

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ადეკვატური შემოსავალი, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, საშუალება აქვს, რომ ბინა შეიძინოს. ბინის შეძენის საშუალება არ აქვს მას, ვისაც არ აქვს საშუალება, რომ კრედიტი გაისტუმროს და ჩვენ მათ ვიცავთ იმისგან, რომ არ მოყვნენ საბანკო კრედიტის ქვეშ, რომელსაც ვერ გადაიხდიან და ცხოვრებას გაიუბედურებენ“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია