შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შს მინისტრი ფარული ჩანაწერების საქმეზე

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7126 
 15 თებერვალი 2019
თუ საერთაშორისო პარტნიორების დახმარების თხოვნა დაგვჭირდება, გავაკეთებთ ამას და როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში ამას გავაკეთებთ - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმის გამოძიების თაობაზე დასმულ შეკითხვას.

“დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია დევნა 18 ადამიანზე. გამოძიება აქტიურ ფაზაშია. ჩვენი ძირითადი მიზანია პირველწყაროს დადგენა. თუ ამ მიმართულებით დაგვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების დახმარების თხოვნა, გავაკეთებთ ამას და როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში ამას გავაკეთებთ. მეორე - მარტივია საუბარი მსგავს დანაშაულზე სხვადასხვა სპეკულირების ტონალობით, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - ჩვენ ვერ დავუშვებთ სხვაობას გავრცელების პირველწყაროს, შენახვას ან გავრცელებას შორის, ეს შეუძლებელი იქნება მსგავს დანაშაულთან ეფექტური ბრძოლისთვის. ამიტომ ის, რასაც დღეს გამოძიება აკეთებს, უნდა გაგრძელდეს. მსგავსი ჩანაწერების გავრცელება და ფლობა არამხოლოდ ამორალურია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შსს ყოველთვის იქნება იძულებული, ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება" - განაცხადა გახარიამ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება