შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შსს-მ ბორჯომში, ახალ უბანში ბინის გაქურდვის 2 ფაქტი გახსნა

სამართალი
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/samartali/article/6982 
 12 იანვარი 2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბორჯომში ჩადენილი 2 ბინის გაქურდვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.გ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის დეკემბერსა და 2019 წლის იანვარში ქალაქ ბორჯომში, ხანძთელის და შანიძის ქუჩებზე მდებარე 2 მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი ბინები გაქურდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ აღნიშნული საცხოვრებელი ბინებიდან მოპარული ოქროს ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
პოლიტიკა