შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს საქართველოში სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაშვებულია

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 თებერვალი 2019
დღეს რუსეთისაგან საქართველოს ოკუპაციის დღეა. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაშვებულია.

სახელმწიფო დროშა დაშვებულია პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტის შენობებზე, ასევე თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და გენერალური შტაბის ტერიტორიაზე. 25 თებერვალი პარლამენტმა ოკუპაციის დღედ 2010 წლის 21 ივლისს გამოაცხადა.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია