შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბასთუმანში საუკუნენახევრის გოგირდის აბანოს რესტავრაცია უტარდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23806 
 07 აგვისტო 2019
„რედიქსის“ ჯგუფის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილია, რომლის მფლობელობაშია აბასთუმნის გოგირდის აბანოებიც. „სარესტავრაციო სამუშაოები ერთი წელია დაიწყო და 2020 წლის ბოლოს დასრულდება“, – გვითხრა კომპანია „რედიქსის“ წარმომადგენელმა ზურაბ თათოშვილმა.მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების გამო გოგირდის აბანოები და მიმდებარე ტერიტორია დამცავი ლენტითაა შემოსაზღვრული.პარკითაა შეფუთული და ხარაჩოებშია მოქცეული გოგირდის აბანოს ეზოს მშვენება – შადრევანი. აუზისა და შადრევნის რესტავრაციაცაა დაგეგმილი. როგორც „რედიქსის“ წარმომადგენელმა გვითხრა შენობას პირვანდელი სახე დაუბრუნდება. „გარედან ძველი იერსახე შეუნარჩუნდება. სამუშაოები რესტავრატორ დავით ნინიძის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს. არის ისტორიული ფოტო–მასალა, გამოკვლევებიც და იმის მიხედვით გაკეთდება ყველაფერი“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ზურაბ თათეშვილმა – „სიღნაღის ერთ–ერთი რესტავრატორიც იყო დავით ნინიძე“, – განმარტა მან. სარესტავრაციო სამუშაოები მოიცავს: სახურავის შეცვლას, შენობის მიწისგან გაწმენდას (შენობას მთლიან სირგძეზე აქვს სარდაფი და სარდაფის ფანჯრები ნახევრად ჩანდა), შენობის ერთ ნაწილში მეტალო–პლასტმასია ჩასმული, რომელიც მოიხსნება, გაკეთდება საათიც.„შენობას უკანა მხრიდან გაუკეთდება დრენაჟი, კლდოვანი ქანებიდან შემოდის წყალი და ამიტომ უნდა აღდგეს ის ძველი დრენაჟი, რაც ქვემოთ გადის და მოეწყოს ახალი, რომ წყლისგან დავიცვათ შენობა მთლიანად“, – გვითხრა ზურაბ თათოშვილმა.გოგირის აბანოების შენობა ორსართულიანია – სარდაფი და პირველი სართული.„აქ არის გოგირის წყლის ორი ჭაბურღილი. აბანოს ნომრების რაოდენობა არ ვიცით. რა და როგორ დაფიქსირდება ვერ გეტყვით. ზოგი ოთახი გადიდდება. გაკეთდება ვინტილიაცია“, – ამბობს „რედიქსის“ წარმომადგენელი.აბანოს შენობის მთელი კომპლექსის მშენებლობის პერიოდად 1880-იან წლებს ვარაუდობენ. შენობა ევროპული ყაიდაზეა აშენებული. გამორჩეულია ორსინათლიანი ფოიეთი, ხის მოაჯირიანი აივნით. აღსანიშნავია ხის ელემენტების დამუშავება და მათი ჰარმონიული მიმართება ქვის კლასიცისტურ ყაიდაზე გამართულ კედლებთან.სააბაზანო ოთახები კამაროვანი გადახურვის არის და მათი სიმაღლე გასახდელი სადგომების სიმაღლეზე დაბალია. ამიტომ ორივე კორიდორის ჭრილი ბაზილიკის პროფილს ემსგავსება.აღსანიშნია შენობის თავზე სამკუთხა ფრონტონით დასრულებული თლილი ქვის ტონდოში ჩასმული საათიც. [გულო კოხოძე, აბასთუმანი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია