შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მაყვალა გულიაშვილი – ხელნაკეთი ნივთების ოსტატი ახალციხიდან [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23809 
 08 აგვისტო 2019
მაყვალა ახალციხეში ცხოვრობს, თავისუფალ დროს პოლიეთილენის ძაფისგან ყაისნაღით ქსოვს ხილის ვაზებს, ჭიქების ჩასადებს, თოჯინებს და კიდევ ბევრ რამეს. მისი პატარა ოთახი სავსეა ერთმანეთისგან განსხვავებული ხელნაკეთი ნივთებით. „დედისგან ვისწავლე ქსოვა და კერვა. პირველი ნამუშევარი სათამაშო თაგვია, ძალიან ძველია თითქმის 30 წლის. ჩემს ნამუშევრებს შვილიშვილებს ვჩუქნი და ვასწავლი კიდეც მათ გაკეთებას, მაგრამ ახალგაზრდებს ახლა უფრო სხვა გატაცებები აქვთ“, – ამბობს მაყვალა გულიაშვილი.ნამუშევრების შესაქმნელად საჭირო მასალას ახალციხის ბაზარში ყიდულობს: „ყველაფერს პენსიით ვყიდულობ, ცოტა ძვირია მასალები, მაგრამ იმდენად მსიამოვნებს ეს პროცესი, რომ არ მენანება. სახლის საქმეს რომ მოვრჩები, შემდეგ ვიღებ ყაისნაღს და ვიწყებ ქსოვას. ძაფი უხეშია და თითებს მტკენს, მაგრამ მაინც მსიამოვნებს ქსოვის პროცესი და მიღებული შედეგის დანახვა“.ამბობს, რომ როცა მუშაობას იწყებს, არასდროს არ იცის საბოლოოდ როგორი გამოუვა: „დასრულებული სახე ყოველთვის სხვაა, ვიდრე ჩანაფიქრი. მაგალითად თავიდან მინის ბოთლების გაფორმებას ვაპირებდი, საბოლოოდ კი ქალის და კაცის ფორმა მიიღო“.მაყვალას თავისი ნამუშევრების ახალციხის ციხეზე გამოფენა სურს, იმედოვნებს, რომ ეს ოცნება აუსრულდება: „იქნებ წელს მოვახერხო და გავაკეთო გამოფენა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს. აგვისტოს ბოლოს ვფიქრობ ახალციხის ციხეზე, ამ დროს ტურისტებიც მეტია ქალაქში“. [ნათია გულიაშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება