შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘პრობლემა ინგლისურის არცოდნამ შექმნა’ - DMO-სთვის მხოლოდ ერთი თანამშრომელი შეირჩა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23810 
 08 აგვისტო 2019
სამცხე-ჯავახეთის „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისთვის“ (DMO) თანამშრომლები სამ პოზოციაზე უნდა შეერჩიათ. ესენია ორგანზიციის აღმასრულებელი დირექტორი, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერი და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერი. რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის შემდეგ, კომისიამ საბოლოოდ მხოლოდ ერთი, პროექტების მენეჯერის პოზიცია დააკმაყოფილა, დანარჩენ ორზე კი ვაკანსია კიდევ ერთხელ გამოცხადდება.კომისიის თავმჯდომარის ეკა ორჯონიკიძის განმარტებით, საკონკურსო კომისიამ განაწყვეტილება რეკომენდარორების: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს წარმომადგენლების გავლენით მიიღო. მისივე თქმით, ვაკანსიების დაუკმაყოფილებლობის მიზეზი, ინგლისური ენის არცოდნა გახდა.„შიქმნა ძალიან ცუდი სიტუაცია, ჩვენმა რეკომენტადორებმა, რომლებიც ამ ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატორები და დამფინანსებლები არიან, აპლიკანტებისგან მინიმალურ დონეზე მაინც ინგლისური ენის ცონდა მოითხოვეს. აღნიშნეს, რომ კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა გაიმართოს. ზოგადად, ამ ააიპ-ის დანიშნულებაც ეს არის, რომ შენი მხარე და რეგიონი ევროპასა და მსოფლიოს გააცნო“, - განმარტა ეკა ორჯონიკიძემ. მისივე თქმთ, რეკომენდატორებმა აღნიშნეს, რომ გამოცხადებულ ვაკანსიებზე მითითებული ხელფასი დაბალია და შესაძლებელია მსურველებმა განაცხადი ამის გამო არ შეავსეს. „ჩვენი ბიუჯეტი მეტის საშუალებას არ გვაძლევს. ავიყვანოთ და ექვსი თვის შემდეგ ხელფასი ვერ მივცეთ, ასეც არ გვინდა. ჩვენ მუნიციპალიტეტები ჯერ მხოლოდ 15 000-ით გვაფინანსებენ. ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთ გოგონას გაუწიეს რეკომენდაცია, რომელიც პროექტების მენეჯერის პოზიციაზე ავიყვანეთ. ამ კვირაში შევჯერდებით და ალბათ თავიდან გამოვაცხადებთ ვაკანსიებს“.სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისათვის ჩამოყალიბებული „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანზიაციის“ (DMO) მიერ გამოცხადებული სამ ვაკანსიაზე სულ 30 კონკურსანტის 47 განაცხადი შევიდა – ზოგიერთმა კონკურსანტმა რამდენიმე ვაკანტურ პოზიციაზე შეიტანა განაცხადი. რამდენიმე ეტაპიანი შერჩევის შემდეგ, მხოლოდ ერთი თანამშრომელი აიყვანეს. „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ (DMO)აღმასრულებელი დირექტორის ხელფასი 1500 ლარი იქნება, თანამშრომლების კი 1000 ლარი. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება