შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23811 
 08 აგვისტო 2019
დღეს, რვა აგვისტოს, 11:00 საათზე მუნიციპალიტეტის მერმა, მხარის რწმუნებულმა, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარმა ტეპუტატმა და საკრებულოს წევრებმა, ყვავილები ცენტრალურ პარკში გმირთა მემორიალთან მიიტანეს. ივლიტის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანემ გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. „ჩვენს ისტორიაში აგვიასტოს ომი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული ხუთი დღე იყო, დავკარგეთ ჩვენი მოქალაქეები – ჯარისკაცები, პოლიციელები, მეგობრები. დიდია ტკივილი და დანაკარგი, ამ ომის შედეგად დავკარგეთ სამაჩაბლოს სოფლები, ასევე კოდორის ხეობა. ჩვენს ყველას გვმართებს. რომ მსგავსი აღარ დავუშვათ“,–თქვა სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა.ღონისძიებაზე ფოლკლორულმა ანსამბლამა მესხეთმა რამდენიმე საგალობელი შეასრულა, ხოლო სახალხო მთქმელმა ვასილ კვინცხაძემ კი დაღუპულებს ლექსი მიუძღვნა.სამცხე–ჯავახეთში2008 წლის აგვისტოს ომში 7 ადამიანი დაიღუპა. აქედან ორი ახალციხიდან, სამი ადგიგენიდან, ერთი ასპინძიდან და ერთიც ახალქალაქიდან იყო.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება