შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რამდენი დაიხარჯა 7 თვეში პრემიების და სტუმრების გამასპინძლებისთვის სამცხე–ჯავახეთში

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23814 
 08 აგვისტო 2019
წარმომადგენლობითი ხარჯებიბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წარმომადგენლობით ხარჯების მუხლში გამოყოფილია 50 000 ლარი. სტუმრების და დელეგაციების გამასპინძლებისთვის აღნიშნული თანხიდან 14 055 ლარი უკვე დაიხარჯა.ასპინძის მუნიციპალიტეტში წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის გათვალისწინებული 20 000 ლარიდან 271 ლარი, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სტუმრების გამასპინძლებისთვის დაიხარჯა.ახალციხეში აღნიშნული ხარჯებისთვის 40 000 ლარია განსაზღვრული, იანვრიდან–აგვისტომდე 21 521 ლარია გახარჯული.25 000 ლარია წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის გამოყოფილი ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 25 ივლისის ჩათვლით კი მერიამ 11 891 ლარი დახარჯა.20 000 ლარია გამოყოფილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, აგვისტომდე მერიამ 2 770 ლარი დახარჯა.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას წარმომადგნელობითი ხარჯებისთვის კონკრეტული თანხა განსაზღვრული არ აქვს. მიმდინარე წელს რესტორნებისა და კვების ობიექტების მომსახურებაში 3 890 ლარი დაიხარჯა. პრემია/დანამატებიახალქალაქის მერიაში 25 აპრილის შემდეგ გაცემულია 13 990 ლარის პრემია. წლის განმავლობაში პრემია/დანამატებისთვის ჯამში 18 000 ლარია გათვალისწინებული.პრემია/დანამატები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში ასე გადანაწილდა : მერის მოადგილეებზე ჯამში 2 990 ლარი გაიცა, მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტზე – 2 550 ლარი, მეორე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა 5 200 ლარი აიღო, პირველი კატეგორიის უფორსმა სპეციალისტმა 850 ლარი, მერის წარმომადგენელმა 1 000, ხოლო მერის რეფერანტმა და მძღოლმა 700-700 ლარი.ახალციხის მერიის თანამშრომლებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 38 800 ლარი, აგვისტომდე კი 1 500 ლარი გაიცა დამატებითი ფუნქციების შესრულების გამო.ადიგენის მერიის 2019 წლის ბიუჯეტით პრემიებისთვის 10 000 ლარია გაწერილი, ხოლო 13 200 დანამატებისთვის.„2019 წლის 15 თებერვალს გაიცა ჯილდო 1 300 ლარის ოდენობით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის პირველი სტრუქტუტრული ერთეულის ხელძღვანელზე მისთვსი დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდნობით“, – ნათქვამია მერიის წერილში.ბორჯომში, ნინოწმინდასა და ასპინძაში პრემია–დანამატები არ გაცემულა. ასპინძის წლის ბიუჯეტში 91 100 ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში გამოყოფილი პრემია–დანამატების გაცემის თანხა დაახლოებით 2.5 ჯერ მეტია ახალციხის მუნიციპალიტეტში გათავალისწინებულ ხარჯებზე.ბორჯომსა და ნინოწმინდაში პრემია/დანამატების მუხლში კონკურეტული თანხა განსაზღვრული არ აქვთ.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება