შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში სომხური ეკლესია ინგრევა [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ოქტომბერი 2019
სურბ სტეფანოზის სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესია ინგრევა. 1897 წელს აგებული სომხური სამოციქულო ეკლესიის კედლები რამდენიმე ადგილზეა დახეთქილი. შენობის ნაწილს სახურავი არ აქვს, წვიმა და თოვლი ეკლესიის შენობაში გროვდება და საძირკველს შლის. ტაძარში კედლებზე სხვადასხვა წარწერებია გაკეთებული, სამრეკლოს უკან კი ნაგავი ყრია. ტაძრის მთავარ შესასვლელში კარი ჩამოხსნილია. ხშირად ტაძარში ძაღლები შედიან.საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ეკლესიას 2012 წლის აპრილს უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.როდის დაიწყება ძეგლის რესტავრაცია ამ ეტაპზე უცნობია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ ყოველწლიურად 150-200 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს უტარდება რეაბილიტაცია: „ძეგლებზე გადაუდებელი სამუშაოების სიას ვაკეთებთ, მაგრამ ხვალვე ვერ შევალთ, რადგან თან რიგი პროცედურები ახლავს. გარკვეული ძეგლები რჩება არა ყურადღების მიღმა, არამედ რეალური შეხების გარეშე. ეს არ ნიშნავს, რომ [ძეგლს] არ შევეხებით“, – გვითხრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია