შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველო–სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა გააქტიურდეს– ზურაბიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21746 
 13 მარტი 2019
"მოხარული ვარ არამხოლოდ ვიზიტით, არამედ იმ საუბრებით რაც დღეს გვქონდა. ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ. ჩვენ ვართ არამხოლოდ მეზობელი ქვეყნები, არამედ მეგობრული ქვეყნები. ჩვენ ვცხოვრობთ ერთ რეგიონში, რომლისთვისაც სტაბილურობა და მშვიდობა გადამწყვეტია. ჩვენს რეგიონში ბევრი გამოწვევაა და მთავარია ვიცოდეთ, რომ ერთადერთი ამ გამოწვევების წინაშე არის მშვიდობიანი გზა, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ-საერთაშორისო ნორმებზე, რათა გადაწყდეს ის კონფლიქტები, რომელიც ანელებს ჩვენს წინსვლას და განვითარებას. ეს ყველაფერი გადის მოლაპარაკებებზე და დიალოგზე. საქართველოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტები, რომელიც არსებობს რეგიონში არანაირად არ იყოს შემოტანილი საქართველოს ტერიტორიაზე“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ქვეყნებს შორის კულტურის სფეროს გააქტიურებაზეც ისაუბრა: „უნდა ვახსენო კულტურული დარგიც. ნამდვილად არ არის ჩვენი ურთიერთობები იმ დონეზე, როგორიც უნდა იყოს ორ მეზობელ, მეგობარ ქვეყანას შორის და სადაც ასევე ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები, რომ განვავითაროთ ეს დარგიც". [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია