შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალწვეულებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლისას სწავლაში ხელი არ შეეშლებათ

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21760 
 14 მარტი 2019
როგორც სესიაშვილი ამბობს, ყველა მსურველს შეეძლება დაცვის პოლიციაში სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს და სხვადასხვა ობიექტზე ერთი წლის განმავლობაში, სამ დღეში ერთხელ 24-საათიანი მორიგეობით სწავლის პარალელურად, ჯარი მოხდილად ჩაეთვლებათ.მისივე თქმით, განათლების სამინისტროსთან უკვე იყო მოლაპარაკება ამ საკითხზე და სტუდენტებს უნივერსიტეტებში ხელი არ შეეშლებათ: "სწავლის პერიოდში მათ ექნებათ უფლება და არა ვალდებულება, რომ პარალელურად გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური დაცვის პოლიციაში. მიიღებენ 200 ლარს ხელზე, 3 დღეში ერთხელ იმსახურებენ. განათლების სამინისტრო ხელს შეუწყობს გრაფიკში, გამოცდების ჩაბარების პროცესში და სწავლის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გასავლელი არ ექნებათ. ეს სისტემა სამომავლოდ საშუალებას მოგვცემს სხვა უწყებებშიც დავნერგოთ მსგავსი მეთოდი". [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
პოლიტიკა