შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არამართლმადიდებელ მღვდელმსახურებს შესაძლოა ჯარში წასვლა მოუწიოთ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21748 
 13 მარტი 2019
სესიაშვილის მტკიცებით, ამ ნორმასთან დაკავშირებით არსებობს ხარვეზები და პრობლემური საკითხები, რომლებსაც დარეგულირება სჭირდება."პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება, გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად", — ამბობს სესიაშვილი.სესიაშვილი განმარტავს, რომ ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათზე კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე on.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს ინიციატივა დისკრიმინაციულია და იდეა საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის: "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამის მიღება გაუჭირდეთ... [საპატრიარქოს] ყელში აქვს გაჩხერილი ბიბლიური თავისუფლება კონკრეტულად იმის გამო, რომ ეს კონფესია ქადაგებს თავისუფლებას, ათასობით ადამიანს დაანახა, რა არის თავისუფლების ფასი". ჯაფარიძის თქმით, სესიაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში, მას საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია
საზოგადოება