შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდის მერი: ’პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენის საკითხში დახმარება ვთხოვე’

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22205 
 13 აპრილი 2019
დღეს, 13 აპრილს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას მერებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, რომელიც საათნახევარს გაგრძელდა, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მოქალაქეობის მინიჭების საკითხიც წამოიჭრა.ანივარდ მოსოიანი ამბობს, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას დიდი იმედი აქვს, რომ დაკარგული მოქალაქეობის აღდგენაში პრეზიდენტი დაეხმარება.„ძირითადი პრობლემა ჩვენი მოსახლეობისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხია. პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის მოქალაქეობის მინიჭება გამარტივებულად მოხდება, ამისთვის კი ადგილობრივებმა სახელმწიფო ენა იმ დონეზე უნდა ისწავლონ, რომ გასაუბრება გაიარონ, ან ტესტები ჩააბარონ“, – ამბობს ანივარდ მოსოიანი.მისი თქმით, ნინოწმინდის მოსახლეობის დაახლოებით 30%–ს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, ნაწილი კი ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას ითხოვს.სალომე ზურაბიშვილი ჯავახეთში წინასაარჩევნოდ, გასული წლის ოქტომბერში იმყოფებოდა, სადაც ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას ორმაგი მოქალაქეობის მიღების საკითხში დახმარებას დაპირდა.„ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, რომლის ერთ–ერთი წარმომადგენელი დღეს ჩემი ოპონენტია, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა. მე დავიწყე უკვე რამდენიმე წლის წინ, სანამ გავხდებოდი მაჟორიტარი დეპუტატი მუშაობა, ორმაგი მოქალაქეობის კანონზე. ამიტომ ამ წელს კონსტიტუციაში მივიღეთ ცვლილებები, რის შედეგადაც აღარ არის აკრძალული ორმაგი მოქალაქეობა. ასევე მივიღეთ კანონი, რომელიც ამას არეგულირებს. დღეიდან შეგიძლიათ, არა გამონაკლისის წესით, არამედ ჩვეულებრივად, მოქალაქეობის აღდგენაზე შეიტანოთ თქვენი განცხადება“, – უთხრა ორ ოქტომბერს ნინოწმინდაში ჩასულმა სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივებს. ნინოწმინდაში გაკეთებული განცხადების გამო, მაშინ, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეთნიკური შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულეს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ზურაბიშვილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც უჩივლა, ორგანიზაცია პრეზიდენტობის კანდიდატს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების წესების დარღვევაში ადანაშაულებდა, თუმცა ცესკომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. სალომე ზურაბიშვილი სამცხე–ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დილით, პრეზიდენტმა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამცხე–ჯავახეთის მერებთან და მხარის რწმუნებულთან რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილა. შემდეგ კი სოფელ ღრელში მცხოვრებ მეფუტკრეს ეწვია. დაგეგმილია შეხვედრა მცირე მეწარმეებთან. ხვალ, 14 აპრილს პრეზიდენტი ახალქალაქში გაემგზავრება. აქ იგი ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. შემდეგ კი ასევე, "დედაენის დღესთან" დაკავშირებით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოებს და კონკურსში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გამოავლენს.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება