შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრეზინდეტი ღრელში მეფუტკრე ზაზა ივანიძეს ეწვია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22204 
 13 აპრილი 2019
პრეზიდენტი მეფუტკრეს თაფლის ევროპულ ბაზარზე გატანის პერსპექტივასა და პირობებზე ესაუბრა. აქვე მან ტყლაპი, ჩურჩხელა და სხვა ტკიბლეულიც დააგემოვნა. პრეზიდენტი ღრელში ახალციხის მერთან ზაზა მელიქიძესთან და მხარის გუბენრატორთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად იმყოფება. დღეს, 13 აპრილს, დილით, პრეზიდენტმა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამცხე–ჯავახეთის მერებთან და მხარის რწმუნებულთან რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილა. ღრელიდან პრეზიდენტი ისევ ახალციხეში დაბრუნდება. სამხარეო ადმინსიტრაციის დარბაზში, 15:00 საათზე იგი მცირე მეწარმეებს შეხვდება. ხვალ, 14 აპრილს კი ახალქალაქში გაემგზავრება. აქ იგი ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. შემდეგ კი ასევე, "დედაენის დღესთან" დაკავშირებით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოებს და კონკურსში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გამოავლენს.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება