შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მშენებლობა ვარძიაში არღვევს ისტორიულ ლანდშაფტს – ძეგლთა დაცვა გარემოს დაცვას მიმართავს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22206 
 13 აპრილი 2019
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ვარძიაში სასტუმროს უკანონო მშენებლობის შესახებ განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერს რომ „ვარძიის კომპლექსის დამცავ ზონაში კანონდარღვევით მიმდინარე სამშენებლო პროცესი მათი და სამოქალაქო გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტიური ქმედებების შედეგად შეწყდა“. განცხადების მხიდვით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის დამცავ ზონაში წარმოებული უნებართვო სამუშაოები უხეშად არღვევდა კულტურული ღირებულების მქონე ისტორიული ლანდშაფტის ქსოვილს და სტრუქტურას: „სამშენებლო პროცესის შედეგად ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში წარმოიქმნა თვალსაჩინო დისონანსი. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სააგენტოს საბჭოს წევრების მიერ განსაზღვრული პირობის უგულვებელყოფის შემდეგ, უნებართვო პროცესის შეჩერების მოთხოვნით სააგენტომ წერილობით მიმართა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს. მიწის ფართომაშტაბიანი სამუშაოების შედეგად სახეცვლილ ლანდშაფტზე წერილობითი ცნობა რეაგირებისთვის უწყებიდან გარემოს ეროვნულ სააგენტოსაც გაეგზავნა. სამუშაოების შეჩერების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიიდან წერილობითი ცნობა სააგენტომ 10 აპრილს მიიღო. „მძიმე ტექნიკის გამოყენებით წარმართულ მიწის მოჭრის სამუშაოებს, რომელიც არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე სასტუმრო ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებულ საფეხმავლო ბილიკებისა და გზების მოწყობას მოიცავდა, შპს „ნიალას“ დაკვეთით ხორციელდებოდა. ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში კომპანიის მიერ წარმოდგენილი სასტუმროს მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის საბჭომ გასულ წელს განიხილა, რის შედეგადაც ინვესტორს არქეოლოგიური ზედამხედველობის უზრუნველყოფის ქვეშ მხოლოდ ტერიტორიის გამწვანება განესაზღვრა დასაშვებად“, – ნათქვამია განცხადებაში.შპს „ნიალა“ რომლის მეწილე მოსკოველი ბინესმენი სოსო ორჯონიკიძე და ასპინძის მკვიდრი ემზარ ასპანიძეა, ვარძიის მოპირდაპირე მხარეს მესხური სოფლის მსგავს, მიწისქვეშა სასტუმროს, ოფიციალური ნებართვის გარეშე აჩენებდა. სააგენტოს მოთხოვნით სამუშაოები გასულ კვირას შეჩერდა.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება