შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გედევან ფოფხაძე დაიცავი საქართველოს უერთდება

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22207 
 13 აპრილი 2019
ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ შეხვედრას, მოძრაობის დამფუძნებლები,მხარდამჭერები, საზოგადოების ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. „დაიცავი საქართველო“ ეს იყო სახალხო მოძრაობა, რომელიც მკვეთრ პოზიციებს აფიქსირებდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. ეს იყო მებრძოლი ადამიანების თავყრილობა და ის წრე, რომელიც იმ უსამართლობას უპირისპირდებოდა, რაც მაშინ ხდებოდა. ამ მოძრაობას დეკლარირებული ჰქონდა სამშობლოს დაცვა ყველა იმ უსამართლობისგან, რაც სააკაშვილის რეჟიმს თან სდევდა. ვინაიდან, უსამართლობასთან ბრძოლა დღეს ისევ აქტუალურია და სააკაშვილის უსამართლობის დამდგენი ადამიანები დღეს ისევ ძალაუფლებას ფლობენ, ბუნებრივია, რომ ისევ გაისმა საქართველოს უსამართლობისგან და ადამიანების ჩაგვრისგან დაცვის მოწოდება. მეც ვუერთდები ამ ადამიანებს, მოვედი აქ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, უნდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და შევუერთდე იმ განწყობას, რომელიც დღეს ფილარმონიის დარბაზშია", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.„დაიცავი საქართველოს“ მიზანი, როგორც მისი ლიდერი დავით მაღრაძე აცხადებს, "საქართველოს ორპოლუსიანი სისტემისგან გათავისუფლებაა".შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძემ "ქართული ოცნება დაახლოებიეთ ერთი თვის წინ დატოვა. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი