შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘რეგიონის განვითარება თქვენზეა დამოკიდებული’– სალომე ზურაბიშვილი ახალციხელ მეწარმეებს [Video]

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22208 
 13 აპრილი 2019
მეწარმეების და პრეზიდენტის შეხვედრა ახალციხის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში, დღეს 13 აპრილს გაიმართა. შეხვედრა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა. „თქვენ წარმოადგენთ იმ ფენას და იმ სფეროს, რომელიც არის აუცილებელი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონების განვითარებაზე. ჩემი საარჩევნო კამპანიიდან დაწყებული აქცენტი მქონდა და ხაზს ვუსვამდი იმას, რომ რეგიონების განვთარება არის ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი მიმართულება.ალბათ ერთ–ერთი მიზეზი რატომაც ტოვებენ ადამიანები თავის ქვეყანას, არის ის, რომ თავიანთ რეგიონში ვერ პულობენ განვითარების პერსპექტივას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, თუ როგორ გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა. თქვენ ხართ ამ გამოწვევის გამოსწორების ერთ–ერთი საშუალება. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ამდენი მცირე მეწარმე ხართ წარმოდგენილი“, – ამ სიტყვებით მიმართა ზურაბიშვილმა მცირე მეწარმეებს.პრეზიდენტთან ერთად შეხვედრას უძღვებოდა „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილიც. მისი თქმით, პროგრამის ამოქმედებიდან, 2015 წლიან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 3000 მეწარმეს მისცეს გრანტი.„ჩვენ არა მხოლოდ ვაფინანსებთ მცირე მწეარმეებს, არამედ ვზრუნავთ მათი ბიზნესგანათლების ამაღლებაზე. რომ არა ჩვენი პროგრამა, ბევრი ბინეზსიდეა განწირული შეიძლება ყოფილიყო, ეს კი ჩვენ სტიმულს გვაძლევს, რომ პროგრამა გაგრძელდეს, გაფართოვდეს და დაიხვეწოს, რათა თქვენს ინტერესებზე უფრო მეტად იყოს მორგებული“, – განაცხადა შეხვედრაზე თორნიკე ზირაქიშვილმა.მისი თქმით, 2015 წლიდან დღემდე რეგიონის მასშტაბით 800 პროექტი დაფინანსდა, რისთვისაც 6 მლნ. ლარამდე დაიხარჯა.მეწარმეებთან შეხვედრით სალომე ზურაბიშვილმა ახალციხეში ვიზიტი დაასრულა. ხვალ 14 აპრილს ახალქალაქში გაემგზავრება და დედაენის დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. როგორც მან განმარტა ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებითაც ვრცლად ესაუბრება. სალომე ზურაბიშვილი სამცხე–ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დილით, პრეზიდენტმა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამცხე–ჯავახეთის მერებთან და მხარის რწმუნებულთან რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილა. შემდეგ კი სოფელ ღრელში მცხოვრებ მეფუტკრეს ეწვია. [თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი