შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქის კულტურის ცენტრში პრეზიდენტი დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22215 
 14 აპრილი 2019
პრეზიდენტთან ერთად ღონისძიებას ესწრებიან სამცხე–ჯავახეთში მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები. მოსწავლეები ქართული ენის შესახებ ლექსებს ყვებიან. პრეზიდენტმა მათთან ერთად კულტურის ცენტრში გამოფენილი ნახატებიც დაათვალიერა. პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. გუშინ, 13 აპრილს, იგი რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს ახალციხეში,სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შეხვდა და ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილა. ამის შემდეგ პრეზიდენტი, სოფელ ღრელში მეფუტკრეს ზაზა ივანიძეს ეწვია, მოგვიანებით კი ახალგაზრდა მეწარმეებს შეხვდა. გუშინვე, საღამოს პრეზიდენტი ახალქალაქში გაემგზავრა, აქ იგი დღეს, 14 აპრილს დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება