შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრეზიდენტმა ახალქალაქში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22217 
 14 აპრილი 2019
სკოლის მოსწავლეებისათვის კონკურსი, დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა. კონკურსის წესების მიხედვით, ახალქალაქის მესამე საჯარო სკოლის, მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეებს ნახევარ საათში რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ თითო სტროფი უნდა ესწავლათ და ღონისძიებაზე მოეყოლათ. კონკურსში პირველ ადგილზე მარიამ ოქრუაძე გავიდა, რომელიც პრეზიდენტმა ლეპტოპით დააჯილდოვა, ხოლო მეორე ადგილზე გასულ ნიკა ვანსიანი პლანშეტი გადაეცა.ახალქალქის სამხატვრო სკოლის მოსწაავლეებს კი ნახატების გამოფენისათვის ასევე „ვეფხისტყაოსნიდან“ სხვადასხვა ილუსტრაციები უნდა დაეხატათ. ამ შემთხვევაშიც პირველ ადგილზე გასულ სერგეი გრიგორიანს პრეზიდენტმა ლეპტოპი, მეორე ადგილზე გასულ სუზანა გრიგორიანს კი პლანშეტი გადასცა.საუკეთესოდ წარმოთქმული ლექსისა და შესრულებული ნახატის ავტორი ღონისძიებაზე თავად პრეზიდენტმა შეარჩია.ღონისძიების დასასრულს ლეპტოპითა და პლანშეტით დაჯილდოვდნენ, ახალქალაქის ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც კალიგრაფიის კონკურსში იღებდნენ მონაწილეობას. კონკურსის გამარჯვებულები სამთი არტონაკანიანი და მერი ღარიბიანი გახდნენ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება
საზოგადოება