შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში, კარატეში პირველი რეგიონული ტურნირი ჩატარდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22209 
 13 აპრილი 2019
კარატეში პირველი რეგიონული ტურნირი, საქართველოს შიტოკაი კარატე დოს ფედერაციის ორგანიზებით დღეს, 13 აპრილს ახალციხის სასპორტო სკოლაში გაიმართა.ტურნირში მონაწილეობა ახალციხიდან, ადიგენიდან, ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან და ბორჯომიდან 54, ხოლო თბილისიდან 10 სპორტსმენმა მიიღო. ტურნირი ოლიმპიური სისტემით, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და 13 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებსაც საჩუქრად მედლები, დიპლომები და თასი გადაეცათ. ფედერაციამ მედლები და დიპლომები გადასცა, მეორე და მესამე ადგილზე გასულებსაც.„ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებმა ივარჯიშონ და გახდნენ კარგი სპორტსმენები. ბევრს უნდა მიაღწიონ სპორტის ამ სახეობაში. ვფიქრობთ, რომ რეგიონულ ტურნირთან ერთად შემოდგომით საქართველოს ჩემპიონატსაც ვუმასპინძლოთ“,–გვითხრა შიტოკაი კარატე დოს მესხეთის ფედერაციის ხელმძღვანელმა მამუკა ზუმბაძემ.კარატეში პირველ რეგიონულ ტურნირს, საქართველოს შიტოკაი კარატე დოს ფედერაციის პრეზიდენტი ჯამბულ კოდუაც დაესწრო, რომელმაც პირადად გაუწია მსაჯობა ტურნირის მონაწილეებს.„საინტერესო შეხვედრა იყო და კარგი სპორტსმენები არიან. რაღაცა ხარვეზები იყო, რაც ყველა ასეთი ტურნირის დროს არის ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მთვარი ის არის, რომ დღევანდელი ტურნირით, კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი“,– განაცხადა საქართველოს შიტოკაი კარატე დოს ფედერაციის პრეზიდენტმა ჯამბულ კოდუამ.მისი თქმით, სამცხე–ჯავახეთში რეგიონული ტურნირი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველი წლის აპრილის თვეში გაიმართება.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია