შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში სომეხი მხატვრის ვაჰრამ გაიფეჭიანის დაბადებიდან 140 წლის იუბილე აღნიშნეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22210 
 13 აპრილი 2019
ღონისძიებაზე, რომელსაც ორგანიზება „ახალციხის ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობის შემოქმედთა კავშირმა“ გაუწია, მხატვრის ბიოგრაფია გაიხსენეს, ასევე, მისი შვილის ელენე გაიფეჭიანის მიერ ერევნიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს. მხატვრის ქალიშვილი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ იგი დღევანდელ დღეს ახალციხეში არ იმყოფება, შეკრებილ საზოგადოებას კი მადლობას უხდის იმისთვის, რომ მხატვარის ხსოვნას პატივი მიაგეს. ვაჰრამ გაიფეჭიანი 1879 წელს დაიბადა, მან ბავშვობა ახალციხეშ გაატარა. 12 წლისა კი მოსკოვში გაგზავნეს აქ იგი აღმოსავლური ენების ლაზარიანის აკადემიის ხელოვნების ჯგუფში, სამხატვროზე სწავლობდა. „გაიფეჭიანი იმპრესიონიზმის მიმდევარი იყო. იგი რუსეთიდან 1911 წელს დაბრუნდა ახალციხეში და 1923 წლამდე ცხოვრობდა აქ. ეს პერიოდი არის საკმაოდ შემოქმედებითი მისთვის. საუკეთესო ნამუშევრები მან სწორედ ახალციხეში შექმნა და თბილისში არაერთ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მაგალითად, 1917 წელს თბილისში მისმა „იასამანმა“ პირველი ადგილიც აიღო“, – ამბობს „ახალციხის ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობის შემოქმედთა კავშირის“ წარმომადგენელი ალექსანდრ იგითხანიანი. ვაჰრამიანის სახელობის შემოქმედთა კავშირი ახალციხეში 2011 წელს შეიქმნა. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია