შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძიძები შესაძლოა ნებაყოფლობით სერტიფიცირებას დაექვემდებარონ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22595 
 14 მაისი 2019
ახალციხელი ინგა მაღრაძე ხუთი წელია ძიძად მუშაობს. წლების წინ ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა პროფესიით ვერ დასაქმდა. ამბობს, რომ ძიძების სერტიფიცირების კურსს სიამოვნებით გაივლის, ამით შეძლებს დაკისრებული მოვალეობა უკეთესად შეასრულოს."გავთხოვდი, შვილები გავაჩინე, გავზარდე და ჩემი პროფესიით ვეღარ დავსაქმდი. ამიტომ ძიძად დავიწყე მუშაობა. კარგი იქნება ტრენინგები ფსიქოლოგიაშიც, საბაზისო რესურსი რომ გააჩნდეს ძიძას. სხვადასხვა სირთულეების დაძლევისთვის საჭირო ტექნიკის და სავარჯიშოების შესწავლაზეც არ ვიტყოდი უარს“.თეოს, რომელსაც ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს ამბობს, რომ პატარა ქალაქში გამოცდილი ძიძის ნახვა რთულია. სერტიფიცირების საკითხს მიესალმება თუმცა კითხვები მაინც აქვს:“ძიძას შესაბამისი განათლება უნდა ჰქონდეს, თუმცა მოზარდს რისკებისგან მომვლელის სერტიფიცირება რამდენად დაიცავს ვერ გეტყვით“. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, ძიძად მომუშავე პირების სერტიფიცირება სავალდებულო არ იქნება. კანონპროექტი პირველ მოსმენაზე უკვე გავიდა.მისივე განმარტებით, „ბავშვთა კოდექსში“ არსებული ჩანაწერი, რომლითაც ძიძების მიერ სერტიფიკატის ნებაყოფლობით აღება შემოდის, მიზნად ბავშვთა უფლებების ამაღლებასა და ამ მიმართულებით, ძიძების სახელმწიფო დონეზე დახმარებას ისახავს.“ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტებს, აგრეთვე მომვლელის (ძიძა) ნებაყოფლობითი სერტიფიცირების წესს და მომვლელის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, განსაზღვრავს დებულება “ბავშვის დაცვის და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა", – წერია კანონპროექტში.ბავშვის მომვლელის (ძიძა) ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესს ორგანიზებას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება