შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22995 
 11 ივნისი 2019
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადა, კვირის განმავლობაში ქარი, წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი.უფრო კონკრეტულად, 11 ივნისს სამცხე–ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც, თუმცა ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და ბარში +29 - +32 გრადუსი იქნება, ხოლო რეგიონის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ჰაერი, +20 - +25 გრადუსამდე გათბება.12 ივნისს დღის ბოლოს და 13 ივნისს სინოპტიკოსები დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმას და სეტყვას ვარაუდობენ.“ვერ ვიტყვით, რომ იქნება ძლიერი, თუმცა სეტყვა იქნება. ამავე პერიოდში, რეგიონის მასშტაბით, ქარის მიმართულება შეიცვლება და დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს. ამასთან, შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება, თუმცა უმნიშვნელოდ“, – ამბობს დოდო გვაზავა.რაც შეეხება კვირის ბოლო დღეებს, 14, 15 და 16 ივნისს სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და სეტყვა. [ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია