შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დატანილი დასახელებები შეიცვლება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22998 
 11 ივნისი 2019
მაჯადიას ნაცვლად, უნდა ეწეროს მაჭატიასამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, აბრების საკითხზე წერილობითი ინფორმაცია ენის პალატისაგან გუშინ, 10 ივნისს მიიღო.როგორც მხარის რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი განმარტავს, აბრებზე არსებულ წარწერებს, ენის პალატისაგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, დააკორექტირებენ და ახალი აბრების განსათავსებლად, საგზაო დეპარტამენტს გადაუგზავნიან.„უკვე შესწავლილია დასახელებები ისტორიულადაც და ლინგვისტურადაც. ენის პალატიდან მიღებულ წერილს გავაანალიზებთ და საბოლოო სახით დეპარტამენტს გადავცემთ“, – ამბობს შალვა ბერძენიშვილი.ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ათობით სოფლის აბრაზე, დასახელებები შეცდომით წერია. აღნიშნულის შესახებ პირველად სოციალურ ქსელში პუბლიცისტმა კუკური მეტრეველმა დაწერა. [ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება