შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩხუბში მძიმედ დაშავებული კაცი კლინიკიდან გაწერეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22999 
 11 ივნისი 2019
დაშავებული ტრავმატოლოგიურიდან შვიდ ივნისს გაწერეს. იგი კლინიკაში თავის ქალის ფუძის მოტეხილობით შეიყვანეს. პაციენტი დაახლოებით შვიდი დღის განმავლობაში, საავადმყოფოში რჩებოდა.„პაცინეტი გავწერეთ პარასკევს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები იყო, თუმცა მოვარჩინეთ და გავუშვით“,–გვითხრეს ტრავმატოლოგიურ კლინიკაში.27 წლის კაცი ახალციხეში ერთ–ერთ რესტორანში, 30 მაისს მომხდარი ჩხუბისას მძიმედ დაშავდა.შინაგან საქმეთა სამნისტრომ მომხდარზე ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამბავი „სამხრეთის კარიბჭემ“ დაწერა.გამოძიება სსკ–ს 124–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება