შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რამდენმა ადამიანმა დატოვა სავალდებულო საპენსიო სისტემა სამცხე–ჯავახეთში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23004 
 11 ივნისი 2019
პირველი ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სისტემა ნინოწმინდაში – 153–მა, ახალქალაქში – 378–მა, ასპინძაში – 116–მა, ადიგენში – 152–მა, ბორჯომში – 754–მა, ხოლო ახალციხეში – 1026–მა მოქალაქემ დატოვა.საპენსიო სქემის დატოვება შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელიც 2018 წლის ექვს აგვისტოს უკვე იყო 40 ან მეტი წლის. თუ პიროვნებას 40 წელი 2018 წლის შვიდ აგვისტოს, ან შემდეგ შეუსრულდა, მას საპენსიო სქემიდან გამოსვლის უფლება აღარ აქვს.სავალდებულო საპენსიო სისტემის დატოვების მსურველთათვის განცხადების დაწერა შესაძლებელია, სქემაში ჩართვიდან, სამი თვის შემდეგ. სამი თვის ათვლა კი იმ თარიღიდან იწყება, როდესაც ბუღალტერი ამა თუ იმ პირის პირველ საპენსიო შენატანს დააფიქსირებს და დეკლარაციას დახურავს.ვინც სარგებლობს სქემის დატოვების უფლებით, ვალდებულია სამი თვის განმავლობაში სქემაში დარჩეს. თუმცა სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ მათ ეძლევათ კიდევ ორი თვე, რათა დაწერონ განცხადება დატოვების შესახებ. თუ ამ ხნის განმავლობაში არ დატოვებს პირი სქემას, ის დარჩება დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ და სქემიდან ვეღარ გავა. განცხადების დაწერა შეუძლია მინდობილ პირსაც, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება