შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოხუცი, რომელზეც ‘სამხრეთის კარიბჭე’ წერდა, გარდაიცვალა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23005 
 11 ივნისი 2019
„ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი მოხუცი იატაკზე ნახეს“, - ამბობს გალუსტიანების ერთ-ერთი მეზობელი, მისივე თქმით, გარდაცვალებამდე მოხუცს ხელი ჰქონდა მოტეხილი: „სახლიდან ხშირად ტირილის ხმა გამოდიოდა“.მეზობლები ასევე, მოხუცზე შვილების მხრიდან ძალადობის შედეგად გარდაცვალებას გამორიცხავენ: „ამაზე ეჭვის ნატამალიც არ არსებობს სამეზობლოში, მოხუცი ცუდად იყო და სიბერით გარდაიცვალა“.ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვალებაზე საუბრობენ ვლადიმერის ოჯახის წევრებიც – მოხუცის ორი შვილი, რობერტ და გრიგოლ გალუსტიანები.მოხუცზე შვილების მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე გალუსტიანების მეზობლები თებერვალში საუბრობდნენ. „სამხრეთის კარიბჭეზე“ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტომ 82 წლის მოხუცს სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც გალუსტიანმა უარი განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ოთხ მარტს საქმეზე მოკვლევა დაიწყო. უწყების განმარტებით, მოკვლევის შედეგად დანაშაული არ გამოვლინდა: „შესაძლო ძალადობაზე დაწყებული მოკვლევის შედეგად დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა. მოხუცი ამბობდა, შვილი რომ არ მივლიდეს, მოვკვდებიო“, - განამრტავენ შსს-ს საზოგადაოებასთან ურთიერთობის სამსახურში.ვლადიმერ გალუსტიანი ცხრა ივნისს დაკრძალეს.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება