შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის პოლიციაში დანით შეიარაღებული კაცი შევარდა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22984 
 10 ივნისი 2019
შემთხვევა შვიდ ივნისს გვიან ღამით მოხდა. როგორც დაკავებულის ადვოკატი, ირაკლი ბარძიმაძე, გვეუბნება, 25 წლის ახალგაზრდა, ნასვამ მდგომარეობაში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობაში დანით შეიარაღებული შეიჭრა და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ადვოკატის თქმით, მოგვიანებით ახალგაზრდამ, პოლიციელების მოთხოვნით, დანა გადააგდო.დაკავებულის დედა გვიყვება, რომ მისი შვილის ასეთი ქცევა პოლიციისგან მოსულ მესიჯს მოჰყვა. „გვიან ღამით ჩემს ტელეფონზე მოვიდა ჯარიმის მესიჯი პოლიციისგან. ასე გვიან რომ ვიღაცამ მომწერა და რომ დაინახა, ეს პოლიცია იყო, ამაზე აღელდა – მომეცი ერთი ტელეფონი, ვინ გაწუხებსო. ნასვამი იყო. არ ვიცი, ასე დაბინდული გონებით რა იფიქრა და ამ ამბავს ეს ყველაფერი მოჰყვა“, – ამბობს 25 წლის ახალგაზრდის დედა.ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა დღეს, 10 ივნისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. ახალგაზრდას 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.„პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას. მათ ვერ დაასაბუთეს პატიმრობის მოთხოვნა. დაკავებულს დახასიათება ჰქონდა სამუშაო ადგილიდან, რომ წესიერი ადამიანია. მას დადებითად ახასიათებენ მეზობლები, ასევე – მისი ჯგუფელები. იგი ფეხბურთის გუნდში თამაშობს და უნივერსიტეტშიც სწავლობს. ამ პიროვნებისგან ახალი დანაშაულის ჩადენა, მიმალვა ან მოწმეზე ზეწოლა გამორიცხულია. ამიტომ მოსამართლემ გირაო შეუფარდა“, – ამბობს ადვოკატი.შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ 1994 წელს დაბადებული კაცი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სსკ–ს 239 მუხლით მიმდინარეობს.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება