შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბიჭი ისევ საავადმყოფოში რჩება

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22987 
 10 ივნისი 2019
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ხათუნა კეკელაშვილის თქმით, ორი წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისევ ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.„ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური, ექიმები ბავშვს ახლაც სინჯავენ, შემდეგ კიდევ შეფასდება მისი მდგომარეობა და იმის მიხედვით შესაძლოა ხვალ გავწეროთ ბინაზე“, – გვეუბნება ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ხათუნა კეკელაშვილი.ორი წლის ბიჭი მეორე სართულიდან, ექვს ივნისს საღამოს გადმოვარდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. [ლუბა გიორგაძე, ასპინძა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია