შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაკარგული ბორჯომელი გოგონების საქმეზე გამოძიება გრძელდება, მაგრამ დანაშაული არ იკვეთება

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22988 
 10 ივნისი 2019
როგორც ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, ჯულიეტა ჯინჯოლავა ამბობს, ერთი მათგანი გორში მშობლებთან არის, მეორე კი ბორჯომში, თუმცა სკოლაში არცერთი მისულა.დირექტორის თქმით, გოგონებთან დაკარგვის მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა კომუნიკაცია ჰქონდა საქმის გამომძიებელთან. ჯულიეტა ჯინჯოლავას თქმით, მიზეზი, რატომაც გაიპარნენ მოზარდები ბორჯომიდან, მისთვის ცნობილია, თუმცა ამაზე საუბარი არ სურს: „ის, რაც გამომძიებელმა მითხრა, არ არის საჯარო, რადგან საქმე მოზარდებს ეხება. ამიტომ ვერაფერს გეტყვით“.მისივე თქმით, მეცხრეკლასელი გოგონების გაპარვასთან დაკავშირებით დანაშაულებრივი ნიშნები არ იკვეთება: „ მათ მიმართ რაიმე დანაშაულს – თუნდაც კლასელების, მასწავლებლის ან ვინმეს მხრიდან ბულინგს ადგილი არ ჰქონია. ეს ყველაფერი იყო უბრალო ბვშვური რაღაცა“.ბორჯომში ორი მეცხრეკლასელი გოგონა ექვს ივნისს დილით დაიკარგა. ისინი ცხრა საათზე გაკვეთილზე არ გამოცხადდნენ, ამიტომ სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებს შეატყობინა. მშობლებმა და მასწავლებლებმა არასრულწლოვნების კვალს რომ ვერ მიაგნეს, პოლიციას გამოუძახეს. სამართალდამცველებმა მეცხრეკლასელებს ზესტაფონში მიაკვლიეს.არასრულწლოვანების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობს.უწყებაში ამბობენ, რომ ძიება გრძელდება და ამ დროისათვის საქმეში დანაშაულის კვალი არ იკვეთება.[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
სამხრეთის კარიბჭე

Skკულინარია: სატაცური [ვიდეო]