შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენიდან გოდერძისკენ 33 კილომეტრიანი გაზსადენი გაივლის

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23815 
 08 აგვისტო 2019
ადიგენის სოფელ არლის ტერიტორიიდან გოდერძის მიმართულებით, 33 კილომეტრიან მონაკვეთზე გაზის მილები უკვე დაწყობილია. აქ 300 მმ-იანი დიამეტრის მქონე გაზსადენს აშენებენ. პროექტის დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირით მაღალმთიანი კურორტები ბეშუმი და გოდერძი მომარაგდება. ამ ეტაპზე, მილების შედუღების პროცესი მიმდინარეობს. შემდეგ კი მათ მიწაში სპეციალური ტექნოლოგიით ჩააწყობენ და გაზს გაუშვებენ. მილსადენი არლამდე მისულ ძირითად გაზსადენს დაუერთდება.„ადიგენი-გოდერძის“ მაგისტრალის პროექტი არლის ტერიტორიიდან იწყება, გრძელდება საქართველო-თურქეთის საზღვრის გასწვრივ, გაივლის სოფელ კახარეთისა და არლის მთებს, ბეშუმის მონაკვეთს და გოდერძის უღელტეხილზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 5 527 601 ლარია. სამუშაოებს შპს „ჯი-პი-სი“ ასრულებს. კომპანიამ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. „ადგილზე მილების შეტანა დასრულებულია, 70% უკვე შევადუღეთ და ორ-სამ დღეში მილების ჩაწყობა მოხდება მიწაში. პარალელურად, იზოლირების სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენი მონაკვეთი არლიდან იწყება და გოდერძის უღელტეხილზე მთავრდება, შემდეგ სხვა კომპანია გააგრძელებს მუშაობას, რომელმაც აჭარის მთავრობის ტენდერი მოიგო“, - განმარტავს შპს „ჯი-პი-სი“-ს გენერალური დირექტორი ნუგზარ რობაქიძე.მისივე თქმით, პროექტის დასრულების ვადა 2019 წლის ნოემბერია - „ჯერ-ჯერობით გეგმის მიხედვით მივდივართ და ვადებშიც ვეტევით. თუ მთებზე თოვლი არ მოვიდა, დროულად დავასრულებთ“.[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება