შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მულტიმედია
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23819 
 08 აგვისტო 2019
აგვისტოს ომში გარდაცვლილი, 32 წლის უფროსი სერჟანტი, თამაზ მელიქიძე ახალქალაქის სოფელ კოთელიიდან იყო. იგი, გორის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა. სამხედრო სამსახურის დაწყებიდან ერთი წელიც არ იყო გასული ომი, რომ დაიწყო. მისი მეუღლე თეა ჯაფარიძე გვიყვება, რომ ომის დაწყებამდე შვებულება ჰქონდა და სოფელში იყო. როცა ნაწილში ჩავიდა, მისი ასეული უკვე პირველ ხაზზე იყო გასული და ბაზაზე დატოვეს: „წინა დღეს დამირეკა, მითხრა რომ არ გვენერვიულა, არაფერი ისეთი არ ხდებაო, თუმცა მეორე დილით ვეღარ დავუკავშირდით ტელეფონზე აღარ მიპასუხა, მთელი დღე ვცდილობდით, მაგრამ უშედეგოდ“.ამ დროს თამაზ მელიქიძე უკვე გარდაცვლილი იყო, რადგან რვა აგვისტოს გორის სამხედრო ბაზა დაიბობმა და მასთან ერთად, რუსულმა ავიაციამ კიდევ 18 ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. მელიქიძის ცხედარს გორში ძმამ მეორე დღეს, მორგვში მიაკვლია: „ცხედარი დალუქული მოგვიტანეს, ისეთი განადგურებული იყო“. თამაზ მელიქიძეს რვა და ხუთი წლის გოგონები დარჩა. „ერთი მხრივ საამაყოა, რომ გმირის ოჯახი ვარ და გმირს შვილებს ვუზრდი, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან გაუსაძლისია, ვერ ვიტყვი, რომ ვეგუები თუმცა სხვა გზა არ გაქვს უნდა შეეგუოთ“–გვეუბნება თეა ჯაფარიძე.თეა ჯაფარიძე გვიყვება, რომ თამაზ მელიქიძეს ხუთი და–ძმა ჰყავს, ძმები ჯარში მუშაობდნენ, ამიტომ მასაც სამხედრო სამსახურში ყოფნის სურვილი ჰქონდა, ოჯახის წინარმდეგობის მიუხედავად ჯარში მაინც წავიდა და სამაგალითო სამსახურისთვის უფროსი სერჟანტის წოდებაც მიიღო.თამაზ მელიქიძე ახალქალაქის სოფელ კოთელიაშია დაკრძალული. მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფომ მხედრული მამაცობისთვის და სამშობლოს თავდადებისთვის დააჯილდოვბა. მისი სახელი ქვია ახალქლაქის ერთ–ერთ ქუჩას, ასევე სოფელ კოთელიის საჯარო სკოლას, რომელიც 2012 წელს გახისნა. მეუღლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში, გადაწყვიტა მისი საქმე გაეგრძელებინა თეა ჯაფარიძესაც. უკვე ტერთმეტი წელია სამხედრო ფორმა აცვია და კაპრალის წოდებც აქვს. თეამ ჯერ ახალციხეში იმსახურა, შემდეგ კი თბილისის საინჟინრო ბრიგადას შეუერთდა. თამაზ მელიქიძის სახელობის სკოლა კოთელიაშიჟუჟუნა ზაზაშვილს ერთადერთი ვაჟი 2008 წლის აგვისტომ ომში დაეღუპა. მისი ყოველი დილა, შვილის ფოტოებთან სანთლის დანთებით იწყება. ალექსანდრე ქუთაისის მესამე ბრიგადის სატანკო ბატალიონში მსახურობდა, დედა ამბობს, რომ ცხრა აგვისტოს, ცხინვალში სასიკვდილოდ მაშინ დაიჭრა, როცა დაბომბილი ტერიტორიიდან დაჭრილები გაჰყავდა: „ეს ტანკზე იჯდა, რომ დაუნახავს დაჭრილები გადმოსულა მათ გასაყვანად. ამ დროს კასეტური მომბი ჩამოვარდნილა. ბომბმა თავი მოაცალა და ადგილზე დაიღუპა. უთავო შვილი დავმარხე“.ალექსანდრე ზაზაშვილი პროფესიით სტომატოლოგი იყო, თუმცა თავისი პროფესიით ცოტახანს იმუშავა და სამხედრო სამსახური არჩია. ალექსანდრეს ბატალიონი ცხინვალში ომის დაწყებიდან მალევე შეიყვანეს. „გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მესაუბრა და მითხრა, ომში არ ვარ, ქუთაისში ნაწილში ვიმყოფებიო, თან გამაფრთხილა რომ აღარ დამერეკა და თუ საჭირო გახდებოდა თვითონ შეეხმიანებოდა. მისმა დებმა იცოდნენ, რომ ომში იყო წასული. გაუფრთხილებია დედას არაფერი უთხრათ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვერ გადაიტანსო“, – ამბობს ჟუჟუნა ზაზაშვილი.33 წლის ალექსანდრე ზაზაშვილს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები დარჩა. ექვსი წლის საბა და ორი წლის ლუკა. ახლა ორივე დიდები არიან, ჟუჟუნა ზაზაშვილი გვიყვება, რომ სკოლაშიც კარგი მოსწავლეები არიან და წარმატებულ კარიერაზე ფიქრობენ: „უკვე 11 წელი გავიდა, კარგად იაზრებენ იმასაც რომ გმირი მამა ჰყავს. თავიდან ლუკა ერთი წელი სულ ტიროდა და მამას ითხოვდა, ახლა დიდი ბიჭები არიან და სოფლის საქმეებში სულ მეხმარებიან, ზუსტად ვიცი რომ მამის სახელს გაამართლებენ“.ალექსანდრე ზაზაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მეუღლეც მისი საქმიანობას გაჰყვა. ნინო ზაზაშვილმა ფორმა 26 იანვარს, თავიანთ ქორწინების დღეს ჩაიცვა.ალექსანდრე ზაზაშვილის სახელს ატარებს ადიგენის ერთ–ერთი ცენტრალური ქუჩა.27 წლის დევი ჩადუნელის გმირობის შესახებ ადიგენის მშობლიურ სოფელ ლელოვანში ყველამ იცის. დევიმ სამხედრო სამსახურში რვა წლის განმავლობაში იმსახურა, ერაყში სამშვიდობო მისიებშიც მონაწილეობდა და კიდევ აპირებდა წასვლას.დევი ჩადუნელი მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. მისი და დალი ჩადუნელი გვიყვება, რომ შვებულება ჰქონდა და სახლიდან 27 ივლისს წავიდა, თავის ნაწილთან ერთად გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, რომ ერაყში წასულიყვნენ, თუმცა ომი დაიწყო და გორიდანვე მის ბატალიონს ცხინვალში წასვლა მოუწია.„ჩვენ ტელევიზორით გავიგეთ, რომ ომი დაიწყო. ტელეფონზე ვურეკავდით და კარგახანს ვერ ვუკავშირდებოდით, მერე თვითონ რვა აგვისტოს დაგვირეკა გორიდან, რომ არ გვენერვიულა გვეუბნეოდა, რომ ცხინვალში არ ვართო, მაგრამ ტელეფონში სროლების ხმა მესმოდა, რომ ვუთხარი რომ მატყუებდა, მალევე ტელეფონი გათიშა“,–იხსენებს დალი ჩადუნელი, მას შემდეგ კიდევ დიდხანს ცდილობდა ძმასთან დაკავშირებას მაგრამ, უშედეგოდ. მისივე თქმით, დევის ბატალიონი მალე ცხინვალში პირველ ხაზზე წაიყვანეს. ოჯახმა, მისი ბრძოლისა და სიკვდილის შესახებ, დევის თანამებრძოლებისგან იცის. დალი გვიყვება, რომ დევი ჩადუნელი ცხრა აგვისტოს ცხინვალში რუსული ავიაციის დაბომბვას ემსხვერპლა.„წინა ხაზიდან დაჭრილები გამოყავდა, ამ დროს მისი ბატალიონის კაპიტანი დაიჭრა, თვითონ ჯავშანჟილეტი გაუხდია და იმისთვის მიუფარებია. ბიჭები ყვებიან რომ წელზემოდან შიშველი საქართველოს სისხლიან დროშას აფრიალებდა და წინ მიგვიძღვოდაო“, – გვიყვება დალი ჩადუნელი. დალი ამბობს, რომ ცხინვალში ქართული ჯარის შესვლის შემდეგ, რუსულმა მახარემ მათი დაბომბვა დაიწყო, რა დროსაც გამსკდარი ჭურვი დევი ჩადუნელს მარცხენა მხარში მოხვდა: „ახლოს ტაძარი იყო და ბიჭებისთვის უთქვამს ტაძართან მივიდეთ, იმასაც ხომ არ დაბობმავენო მაგრამ მანამდე დაიჭრა. მერე ტაძრის კედელთან მიმჯდარა და ბიჭებს ეუბნეოდა დამტოვეთ და თქვენ წადითო. დაჭრილმა რამდენიმე საათი გაძლო, სასწრაფო დახმარებამ ვერაღ მიუსწრო“.ბრძოლის ველიდან გარდაცლილი დევი ჩადუნელი, თანამებრძოლებმა გამოიყვანეს. თერთმეტი წლის განმავლობაში დევი ჩადუნელს სახელმწიფომ თავდადებისთვის ჯილდოებიც გადასცა, მის სახელს ატარებს ადიგენში ერთ–ერთი ქუჩაც.სამცხე–ჯავახეთიდან, 11 წლის წინ გარდაცვლილ გმირებს შორის ერთ–ერთი უდის მკვიდრი 22 წლის არტემ ბალახაშვილია, რომელიც რუსულმა ბომბდამშენმა 11 აგვისტოს სოფელ ბროწლეთთან იმსხვერპლა.არტემ ბალახაშვილის მამა იხსენებს, რომ შვებულებაში იყო, როცა ომი დაიწყო და გამოიძახეს. იმ ღამეს ტარნსპორტის არარსებობის გამო წასვლა ვერ შეძლო, მეორედ ღეს კი შვილი ომში თვითონ გააცილა.„გვირეკავდა ხოლმე, ჩვენ არაფერს გვეუბნეოდა, ჩემს სიძეს ეუბნეოდა, რომ ომი დაიწყო და გორის პერევალზე ვართო. საღამოობით გვირეკავდა ხოლმე თვითონ, მე ძალიან მეშინოდა და ვაფრთხილებდი ღამე სიგარეტს ნუ მოწევდა, სნაიპერს არ ესროლა მაგრამ მითხრა, მამი სნაიპერი ჩვენთვის არაფერი არ არის, აქ ისეთი ამბები გადავიტანეთო, თქვენი სნაიპერი ის არის ბავშვობაში კისტის თოფით ჩიტებს რომ დავსდევდიო“,–იხსენებს გურამ ბალახაშვილი.არტემ ბალახაშვილი მშობლებს ბოლოს 11 აგვისტოს დილით ადრე ელაპარაკა, გააფრთხილა რომ ტელეფონი უჯდებოდა და ვეღარ დაუკავშირდებოდა.„პირველისაათი იქნებოდა ალბათ, მისი ნაწილი შემოვლაზე იყო, რა დროსაც რეაქტიულმა თვითმფრინავმა დაბომბა, კასეტური ბომბები ჩამოყარეს, ერთ–ერთ სახლს თავი შეაფარეს მაგრამ მაინც ვერ გადაურჩნენ“, – გვიყვება გურამ ბალახაშვილი.უკვე ათი წელია, გურამ ბალახაშვილი შვილის სახელობის ფეხბურთის ტურნირს ატარებს. გარდა ამისა, უდეს პირველ საჯარო სკოლასთან მინი სატადიონი, არტემ ბალახაშვილის სახელობისაა. ომში დაღუპული გმირის სახელი ჰქვია ადიგენში ერთ–ერთ ქუჩასაც. არტემ ბალახაშვილი დაჯილდოვებულია არაერთი მედლით. გურამ ბალახაშვილი, ომში გარდაცვლილი შვილის სახელზე სასაფლაოზე ტაძარსაც აშენებს, რომლიც თითქმის დასრულებულია.სამცხე–ჯავახეთიდან აგვისტოს ომს ექვსი გარდაცვლილი ჰყავს. მათ შორის არის ახალციხელი ანზორ გელდიაშვილი, რომლის ოჯახიც ბოლო წლებია თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, ასევე ასპინძელი ტარიელ ქამაშიძე, რომელიც მირაშხანიდან იყო.2008 წლის, აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. საომარ მოქმედებებში სამცხე–ჯავახეთიდან სულ 719 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ადიგენიდან – 191, ახალციხედან – 346, ბორჯომიდან – 63, ასპინძიდან – 85, ახალქალაქიდან – 17 და ნინოწმინდიდან 6 ადამიანი.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოს ომში დაიღუპა 170 სამხედრო მოსამსახურე. მათგან 23 ოფიცერი, 136 კაპრალ/სერჟანტი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი და 1 სამოქალაქო პირი. [ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია