შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორგი გახარია: 20 ივნისის ღამეს 30–ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24137 
 07 სექტემბერი 2019
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ 20-21 ივნისის მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ, პარლამენტში განაცხადა, სადაც უმრავლესობის წევრები ფრაქციების ფორმატში კითხვებს უსვამენ. როგორც გახარიამ აღნიშნა, 20 ივნისის აქცია იყო მშვიდობიანი, თუმცა რაღაც მომენტში ძალადობრივი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას ამ დროს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება ჰქონდა, ის მოთმინების რეჟიმში იყო.„დავიწყებ ჩემი პოლიტიკური შეფასებით - ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმით აღება. სხვა საკითხია გამომწვევი მიზეზები და სხვა საკითხია რა შედეგებით დასრულდება გამოძიება. აქ დრო ალბათ კიდევ საჭიროა, თუმცა ფაქტები არის შემდეგი, რომ ჩვენ გვქონდა მშვიდობიანი აქცია, რომელიც რაღაც მომენტში გახდა ძალადობრივი. ამ აქციამ ძალადობრივი ფორმა მიიღო დახლოებით 10 საათისთვის, როდესაც პოლიციას ჰქონდა აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება ძალის გამოყენების. მიუხედავად ამისა, პოლიცია დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში, იყო მოთმინების რეჟიმში, რადგან მათ ჰქონდათ კონკრეტული დავალებები, თავიდან აეცილებინათ ფიზიკური დაპირისპირება და მაქსიმალურად ყოფილიყვნენ თავდაცვის რეჟიმში. სწორედ ამიტომ არ ყოფილა ისეთი ფაქტი და ვერც ერთ კაცს ვერ მაჩვენებთ, რომ პოლიციას ერთი ნაბიჯით მაინც დაეტოვებინათ პარლამენტის შენობა.რაღაც მომენტში, მასირებული, ორგანიზებული ჯგუფების მიერ, რამდენიმე მხრიდან შტურმი, შეტევა ხდებოდა პოლიციაზე თანმიმდევრულად და შესაბამისად, რაღაც მომენტში პოლიცია გახდა იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. აქვე აღვნიშნავ, რომ პოლიციას უბრალოდ ბუნებაში, აღჭურვილობაშიც კი არ ჰქონდა რაიმე სპეცსაშუალება, რომელსაც არ ითვალისწინებს კანონი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სანამ პოლიცია გამოიყენებდა სპეცაღჭურვილობას, ამ ორასაათნახევრის განმავლობაში, პოლიციელებს თავდამსხმელებმა გასტაცეს 300 -ზე მეტი ფარი. ყველას კარგად გესმით, რომ ფარი არის ერთადერთი საშუალება და მათ სხვა აღჭურვილობა არ ჰქონდათ თავდაცვის საშუალების. 30-ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული მათი რიგებიდან და მათი მდგომარეობა საბოლოოდ ბოლომდე არ იყო ცნობილი“, - განაცხადა გახარიამ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

მოლოდინი