შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ევროპული საქართველო“ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების საკითხის განხილვას არ დაესწრება

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24138 
 07 სექტემბერი 2019
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.ჭიაბერაშვილის განცხადებით, გუშინ „ევროპულმა საქართველომ“ საზოგადოებას გიორგი გახარიას რეალური სახე აჩვენა.„ხვალ სხდომაზე არ ვიქნებით და მიზეზსაც გეტყვით. გუშინ „ევროპულმა“ საქართველომ ნათლად აჩვენა მთელ საზოგადოებას ის, რომ გახარია არის უტიფარი და თავხედი მატუარა, რომელსაც არც ქვეყნის მართვის უნარი აქვს და შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით თვალები დათხაროს და დაადასტურა კიდეც, რომ დასჭირდეს, მომავალშიც ჩაიდენს ამას. „ევროპულმა საქართველომ“ მკაფიოდ და ნათლად აჩვენა მისი ნამდვილი სახე და ის, რომ არანაირი სახელმწიფოებრივი ხერხემალი არ არის, ის ერთი გაფუყული მატყუარაა“, -განაცხადა ჭიაბერაშვილმა.მისივე თქმით, პლენარულ სხდომაზე, სადაც „ქართული ოცნება“ აპირებს მორიგი მასკარადი და თეატრალიზებული წარმოდგენა დადგას, დასწრების აზრს ვერ ხედავს.„ევროპული საქართველოს“ შეფასება საქართველომ იცის და ჩვენი მეშვეობით საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა გახარიას ნამდვილი სახე. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მასკარადი, რაც პლენარულ სხდომაზე უნდა იყოს, არც საზოგადოებისათვის და არც „ევროპული საქართველოსთვის“ საინტერესო არ არის"- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.[sknews.g]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება