შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ რუსთავში მცხოვრებ 53 წლის ქალს ეტლი სჭირდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24110 
 05 სექტემბერი 2019
ნაზო ლომიძის მეუღლე, ომარ ლომიძე გვიყვება, რომ 53 წლის ქალმა, თვენახევრის წინ ინფარქტი მეორედ მიიღო. ნაზო ლომიძისთვის გარეთ გამოსვლა და ჰაერზე ყოფნა აუცილებელია, თუმცა იმის გამო, რომ ეტლი არ აქვს იძულებულია მთელი დღე საწოლში იწევს. ოჯახს ეტლის საყიდლად თანხა არ აქვს, ამიტომ მეზობლისგან ითხოვეს თუმცა, იმდენად დაზიანებულია, რომ გადაადგილება შეუძლებელია.„საბურავზე რეზინები სულ დახეთქილია და ფეხის დასადგმელებიც არ აქვს, ამაზე როგორ დავსვა, რომ გადმოვარდეს?! მერე ხომ უარეს მდგომარეობაში ჩავარდება“,– ამბობს ომარ ლომიძე.ახლა ოჯახის შემოსავლის წყარო მხოლო შვილის ხელფასია, რომელც გზის მშენებლობაზე მუშაობს და თვეში 500 ლარამდე აქვს –„ეს თანხაც სულ წამლებში მიდის და ჭამა ხომ გვინდა“.ომარ ლომიძე ამბობს, რომ ეტლის მოთხოვნით ასპინძის მერიასაც მიმართა, თუმცა თვითმმართველობაში განუცხადეს, რომ საკმარისი დოკუმენტები არ ჰქონდა და ეტლის მისაცემად ბაზაში ვერ ჩასვამდნენ.„მერიაში მითხრეს, რომ ჯერ შშმ პირის სტატუსი უნდა მინიჭებოდა, ამის შემდეგ, ექიმის დამოწმებული ფორმა ასი უნდა წარმედგინა. ეს ყველა საბუთი მაქვს, მაგრამ მაინც უარი მითხრეს. ახალგაზრდა ქალი ასე მოულოდნელად გახდა ცუდად, ეტლი გვჭირდება და არ უნდა მოგვცენ?“,–ამბობს ომარ ლომიძე.ასპინძის მერიაში განმარტავენ, რომ ომარ ლომიძისგან ოფიციალური წერილი, ეტლის მოთხოვნასთან დაკავშირებით არ მიუღიათ, შესაბამისად ეს საკითხი არც განხილულა.„არ მახსოვს პირადად მოვიდა და ვისაუბრეთ თუ არა, მაგრამ ოფიციალური განცხადება უნდა შემოიტანონ, შესაბამისი დოკუმენტები რაც საჭიროა უნდა წარმოადგინოს, რითაც დამტკიცდება, რომ ესაჭიროება ეტლი და შემდეგ ჩვენ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციას გადავუგზავნით, რომელიც ეტლებით გვამარაგებს“,– აცხადებს ასპინძის მერიის ჯანმრთელობის დავისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ქეთებან მამუკაშვილი.ოჯახს სოციალური დახმარება არ აქვს.[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია