შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რაბათში კათოლიკური ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24457 
 07 ოქტომბერი 2019
კათოლიკურ ეკლესიაში „სავარდი“ კრიალოსნის მეორე სახელი და ასევე ის ლოცვაა, რომელსაც მორწმუნეები ამავე კრიალოსანით ღვთისმშობლის მიმართ ლოცულობენ. სავარდის სახელობის ტაძარი საქართველოში მხოლოდ რაბათში მდებარეობს. მას ეს სახელი 2012 წლის შვიდ ოქტომბერს, რეაბილიტაციის შემდეგ დაერქვა. ამიტომ კათოლიკე ქრისტიანები ყოველ წელს ტაძრის დღესასწაულს ამავე რიცხვში აღნიშნავენ.სავარდის სახელობის ეკლესიაში საზეიმო ლიტურგია ტრადიციისამებრ, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. წირვას მრევლი სახვადასხვა სამრევლოებიდან დაესწრო. კათოლიკე ეკლესიაში ოქტომბერი ღვთისმშობლის თვედ არის მიჩნეული. ამიტომ მორწმუნეები მთელი თვის განმავლობაში სავარდზე, იგივე კრიალოსანზე წმ. მარიამის მიმართ ლოცულობენ.ისტორიულად, სავარდის დღესასწაულის დაწესება ეპანტოს ბრძოლას უკავშირდება, რომელიც 1571 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა. ეს იყო უკანასკნელი დიდი ბრძოლა საღვთო ლიგასა და ოსმალეთს შორის. იმისათვის, რომ მცირერიცხოვან საღვთო ლიგას გამარჯვება მოეპოვებინა, მაშინდელმა პაპმა პიუს V-მ ქრისტიანებს სავარდზე ლოცვისაკენ მოუწოდა. ბრძოლაში ოსმალეთი დამარცხდა, 7 ოქტომბერი კი იმავე პაპმა სავარდის ღვთისმშობლის დღესასწაულად გამოაცხადა.რაბათის კათოლიკური ტაძარი მეცამეტე საუკუნეშია აშენებული. აქ ადგილობრივი კათოლიკე მოძღვარი ივანე გვარამაძე სწირავდა. იმ პერიოდში ეკლესია წმიდა ჯვრის სახელობის იყო. ტაძრის აღდგენითი სამუშაოები 2010 წელს დაიწყო და ორი წლის შემდეგ დასრულდა. ახლა მის გვერდით ბენედიქტელ დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. ტაძარში ყოველდღიურ წირვებს კი კაპუცინელთა ორდენის მღვდლები აღავლენენ, რომლებიც ასევე ახალციხეში ცხოვრობენ.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია