შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მწვანე ბარათის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24460 
 07 ოქტომბერი 2019
დღეს, შვიდ ოქტომბერს, ახალციხეში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვიცე კონსულმა მწვანე ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდა.მწავნე ბარათის მისაღებად განაცხადის რეგისტრაცია უფასოა. განაცხადი ამ ვებ–გვერდზე უნდა შეავსოთ: https://dvlottery.state.gov/მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც აქვს საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და არის 18 წელს ზემოთ.აპლიკაციასთან დაკავშირებული კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არსებულ „ამერიკის კუთხეს“. „მსგავსი სახის შეხვედრები საქართველოს ყველა ამერიკის კუთხეში ტარდება. დაინტერესების შემთხვევაში, ინფორმაციას მწვანე ბარათთან დაკავშირებით ყველას მივაწვდით. დარეგისტრირებით კი ვერ დავარეგისტრირებთ“, - ამბობს ახალციხის ამერიკის კუთხის კოორდინატორი ზაირა კელაპტრიშვილი.„მწვანე ბარათის“ გამარჯვებულები 2020 წლის ხუთ მაისს გამოვლინდებიან.2018 წელს „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მონაწილეობა 122 109 მოქალაქემ მიიღო, აქედან მხოლოდ 1 195 პირმა მიიღო ბარათი.ამერიკის საელჩო მოქალაქეებს ურჩევს რომ მხოლოდ ოფიციალურ საიტზე, თავად დარეგისტრირდნენ.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი