შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ფარეხაში ელექტროენერგიის მისაღებად მზის პანელებს ითხოვენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24464 
 08 ოქტომბერი 2019
ელექტროენერგიის არქონის პრობლემით, სოფელ ფარეხას მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ხშირად საუბრობს. აქ მცხოვრებლები ბოლოს სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში სექტემბერში იყვნენ.„გუბერნატორთან ვიყავით, უკვე სამი წელია გვპირდებიან დავდგამთ მზის კოლექტორებსო. ასეთი პასუხი გაგვცეს - ადიგენის და ახალციხის მერებმა ერთად უნდა გააკეთონო. 2020 წლამდე დამონტაჟდებაო. აწი, არ მოხვიდეთ, არ შეწუხდეთო და იქნება დენიო“, - ამბობს ფარეხის მკვიდრი როზა დალაგონიანი.მისივე თქმით, ფარეხაში კიდევ ორი ოჯახი ცხოვრობს და ორიც ფერმაა: „აქ სულ სამი ოჯახი ვართ და ახლოსაც ფერმებია. იმედია, იქაც გაუკეთებენ. იცი რა რთულია უშუქოდ?! ტელეფონი რამდენიმე დღე დასატენი გვაქვს, ვერავის ვუკავშირდებით“.სოფელი ფარეხა ადიგენი-ახალციხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. იგი ადიგენის მუნიციპალიტეტში შედის. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სამ ოჯახს მზის პანელები 2019 წლის პირველ დეკემბრამდე ექნება: „უკვე ცნობილია კომპანია, რომლემაც უნდა დაამონტაჟოს მზის კოლექტორები. ხელშეკრულება გაფორმებულია და ნოემბრის ჩათვლით აუცილებლად დასრულდება“, - აცხადებენ ადიგენის მერიაში.მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში რომ მზის პანელები უნდა დამონტაჟდეს, ამის შესახებ რეგიონული განვითარების სამინისტრომ ივლისში განაცხადა. მათი ინფორმაციით, მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად.მზის პანელების მიწოდება-მონტაჟსა და თანმდევ საგარანტიო მომსახურებას კომპანია „იუჯითი“ განახორციელებს.ბატარეებზე მწარმოებლის გარანტია 25 წელია.[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
პოლიტიკა