შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მე–13 LEGION-ის სპორტსმენი IFC–ის ქამრის მფლობელი გახდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24473 
 08 ოქტომბერი 2019
ჩემპიონატში, სადაც სპორტსმენები სხვადასხვა ქვეყნიდან იღებდნენ მონაწილეობას, როდონაიამ 93 კგ წონით კატეგორიაში ორი ბრძოლა ჩაატარა. 37 წლის სპორტსმენმა თურქი და ფრანგი მოწინააღმდეგეები ნოკაუტით, პირველივე რაუნდში დაამარცხა.„ვფიქრობ ეს ბევრი ახალგაზრდისთვის მაგალითი უნდა იყოს და მოტივაცია იმუშაონ საკუთარ თავზე. გზები გახსნილია აღარ არსებობს მსგავსი ტურნირების პრობლემა როგორც ადრე იყო. ახალგაზრდებმა უნდა იშრომონ და წარმატებაც მოვა აუცილებლად. 13 ლეგიონი ბევრჯერ იტყვის თავის სიტყვას“ – ამბობს კლუბის პრეზიდენტი მიშა მესხი, რომელიც გერმანიაში სპორტსმენთან ერთად იმყოფებოდნენ.ჩემპიონატი 5 ოქტომბერს ჩატარდა. კლუბის წევრები ჯერ კიდევ გერმანიაში იმყოფებიან და რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება