შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მულტიმედია
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24456 
 07 ოქტომბერი 2019
დვირი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელია, დაახლოებით 100 კომლით. ერთ დროს სამასკომლიანი სოფელი, როგორც ადგილობრივები ამბობენ დღეს დაცლილია.მიუყვები სოფლის ცენტრალურ გზას, ორივე მხარეს ორსართულიანი, დიდაივნიანი სახლები და უმრავლესობა დაკეტილი. სოფლის ცოდნის კერებიდვირში საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღის თანამედროვე სტანდარტებით აშენებული შენობაა, რომელიც ოფიციალურად, როგორც მოსახლეობამ მითხრა 15 ოქტომბერს გაიხსნება. საჯარო სკოლაში 66 მოსწავლე დადის, აქედან ორი სოფელ ჩითახევიდან. მათ ტრანსპორტი ემსახურება. სკოლა 320 ბავშვზეა გათვლილი. „წელს სამი პირველკლასელი გვყავდა. ერთი გადადის, რადგან ოჯახი მიდის თბილისში საცხოვრებლად. ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. სოფელში არ არის გაზი. სკოლა თბება შეშით, თვითონ შენობა არის აშენებული ისე რომ ცენტრალური გათბობა უნდა იყოს, მაგრამ გვიდგას ღუმელები. არის დაკვამლიანება, მური და გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს ხოლმე, – ამბობს დვირის საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან კევლიშვილი.სოფლის ცენტრში, სკოლის გვერდზეა საბავშვო ბაღი, რომელიც 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი და სამი სოფლის: დვირის, ქვაბისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას მოემსახურება. ადგილობრივების თქმით საბავშვო ბაღის შენობაც „ფეჩით“ გათბება, თუმცა ბორჯომის მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საბავშვო ბაღის შენობაში ცენტრალური გათბობაა დამონტაჟებული, რომელიც დენზე იმუშავებს.დვირელები დვირზედვირში უბნები გვარების მიხედვით არის დაყოფილი: ხუციშვილების უბანი, კევლიშვილების, კურტანიძეების, პაპიძეების . . . 72 წლის ვალია კევლიშვილი ამბობს რომ მისი უბანი მთლიანად დაცლილია.„ახალგაზრდები გასულები არიან, უბანი სადაც ჩვენ ვცხოვრობთ დაცარიელდა. აღარავინ აღარ არის. ადრე, კი დვირში, ბორჯომის ჩამოსახმელი ქარხანა იყო, მეფრინველეობის ფაბრიკა იყო, ქვის საჭრელი საამქრო. ქალაქის ტიპის სოფელი გვქონდა. ახლა არანაირი სამუშაო აღარ არის. ვისაც მოხუცები ჰყავს პენსიით ცხოვრობენ. მე მაღაზია მაქვს და მიაქვთ ვალზე პენსიიდან პენსიამდე პროდუქტი ხალხს. ადგილობრივი მზიური გელაშვილი ადრეულ წლებს იხსენებს.„50 წელზე მეტია აქ ვცხოვრობ. კარგი სოფელია. ქალაქთან ახლოს არის. თქმა იმისა რომ სოფელში ვცხოვრობ და მიწები მაქვს არ შემიძლია. დვირი არის ქალაქური ყაიდის სოფელი. აქ რომ მოვედი სამი ავტობუსი დადიოდა ქალაქში, დილაადრიან სამივე ივსებოდა, გამოპრანჭული, კოხტად ჩაცმული ხალხით. ბორჯომში მუშაობდნენ და იქ მიდოდნენ. მეც საავადმყოფოში ვმუშაობდი და მივდი–მოვდიოდი. კარგი იყო“, – იხსენებს ძველ ამბებს მზიური გელაშვილი.მისი თქმით მოსახლეობა მაშინ მიწაზე დამოკიდებული არ იყო. „სოფელი ისედაც მცირემიწიანია. ქალაქზე ვიყავით მიბმული და ახლა აღარც ქალაქისკენ ვართ და აღარც სოფლისკენ. ამიტომაც მიდის ახლგაზრდობა სოფლიდან. „ძალიან ცოტანიღა ვართ. მიდიან თბილისში, საზღვარგარეთ. სოფელში 129 სახლია დაკეტილი“, – გვითხრა მზიური გელაშვილმა.მზიური გელაშვილი და ვალია კევლიშვილიდვირელები უგზოობაზე და ბუნებრივი აირის არქონაზე ჩივიან. „სოფელში გაზი არ უნდა იყოს? გზა არის კიდევ ვერ გაივლი, შიდა გზაზე ვამბობ, ისეა დანგრეული მიცვალებულს ვერ ჩამოიყვან, ოდნავ ფეხი რომ გაგიცურდეს წაიქცევი“, – ამბობს ნათელა ხუციშვილი. „ჩვენ უგაზოდ ვართ დარჩენილები, ზამთარში სიცივეში ხომ არ მოიკლავ თავს? მოიკლავ? ვერაა. უნდა წახვიდე შეშა მოიპარო, რადგან საბუთებით თუ გინდა ჯერ არ არი გახსნილიო გეუბნებიან. ელოდე, ზამთარში მოგცემენ საბუთს. მანამდე სიცივით ხომ არ მოიკლავ თავს, წახვალ უსაბუთოდ ტყეში, გსტაცებს გედი ხელს და ის შენი სახლ–კარი რომ გაყიდო არ გეყოფა“, – გვეუბნება 68 წლის მაყვალა ხუციშვილი. 74 წლის იური კურტანიძე ამბობს რომ სოფელში ყველაფერი კარგადაა, თუმცა ახალგაზრდებს სოფელი აღარ უნდათ. „როგორც სოფელი ნორმალურად ვცხოვრობთ. პენსია მაქვს, მაღალმთიანი სოფელია დვირი და 250 ლარს ვიღებ. ერთი ეგაა სოფლიდან ბევრი ახალგაზრდა მიდის, აღარ უნდათ სოფელი“, – გვეუბნება იური კურტანიძე.დვირელი ბავშვები ნინო ხუციშვილი რვა წლის – მე მინდა გამოვიდე მასწავლებელი კესო კევლიშვილი რვა წლის – მინდა რომ დედის პროფესიას გავყვე. სკოლაში ასწავლის დედა ინგლისურს და მეც მინდა მასწავლებელი გამოვიდე ბექა ნანეტაშვილი და ლუკა კურტანიძებექა ნანეტაშვილი შვიდი წლისაა – ფეხბურთელი მინდა გამოვიდე. მიყვარს მესი და რონალდოც. ნუ, მთლად ეგეთი თუ არა მაგარი ფეხბურთელი მაინც გამოვალ. ლუკა კურტანიძე შვიდი წლისაა – პრეზიდენტი უნდა გამოვიდე. სხვა ქვეყნის კი არა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი. გზებს დავაგებ, ლამაზ სახლებს ავაშენებ. დვირი, გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში მოხსენიებული სოფელი, ბორჯომის ხეობაში, მდინარეების მტკვრისა და დვირულის შესართავთან მდებარეობს.სოფელ დვირს იხსენიებს ბერი ეგნატაშვილი ახალი ქართლის ცხოვრება: „ხოლო ძესა კონსტანტინესა მეფესა დავითს ეპყრა მტკვრის აქეთა ხეობა ვიდრე დვირამდე“. მეთვრამეტე საუკუნის ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს „მტკვრის ხეობა არს დვირამდეო“. ივანე ჯავახიშვილი წერს: „ქართლის საიმედო საზღვრებად სწავლულ კაცს მიჩნეული აქვს ლიჩიღოდორა, ქეფიანის ხევი, ჩხერის ციხე, დაბას ზემოთ ასე გაყოლებით მთის აქეთა ხეობა ვიდრე დვირამდე“.დვირში რამდენიმე ეკლესიაა. მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს დვირის ცენტრში. ის დარბაზული ტიპისაა. ნაგებია თლილი ქვით. გადაკეთებულია XIX ს-ის მეორე ნახევარში.კვირაცხოვლის ეკლესია დგას სოფლის თავში, სასაფლაოზე. ეკლესიის ეზოში აღმოჩნდა ოთხკუთხა ფორმის კირქვა, რომელზეც გაკეთებულია ებრაული წარწერა. მასში მოხსენიებულია ჭაბუკი მოსე, პატივცემულ რაბინის, აბრამის ძე. თარიღდება 1728 წლით. საკვირიკეს ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. დაზიანებულია. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ზოგიერთი მოსაზრებით ეს უნდა იყოს გიორგი მერჩულეს თანამოღვაწის, ქრისტეფორეს მიერ IX ს-ში აგებული კვირიკეწმიდა.დვირის ხევის ქვემო წელზე მდებარეობს დვირის ციხე. შემორჩენილია ნანგრევები.[გულო კოხოძე, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება