შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა წერია კოდექსში ბავშვების პირობების გასაუმჯობესებლად

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24790 
 04 ნოემბერი 2019
საქართველოს პარლამენტმა „ბავშვის უფლებების კოდექსი“ სექტემბრის ბოლოს, მესამე მოსმენით 85 ხმით მიიღო, რომელიც სრულად 2020 წლის პირველ ივნისს ამოქმედდება. მანამდე კი სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს ვალდებულება ეკისრება, შეიმუშავოს სამართლებრივი რეგულაციები, პროექტები და ტექნიკური სტანდარტები.როგორც, პარლამენტის ვებგვერდიდან ვკითხულობთ, კანონი სრულად ძალაში მომავალი წლის ივნისიდან შევა, თუმცა მანამდე სახელმწიფოს მოუწევს, შეიმუშავოს სამართლებრივი რეგულაციები და სხვადასხვა ტექნიკური სტანდარტები. უფრო ადრე 2019 წლის პირველ ნოემბრამდე, კი თვითონ საქართველოს პარლამენტს დაევალა შეემუშავებინა და დაემტკიცებინა კოდექსის ინპლემენტაციის სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმაში კი დაზუსტდება რეგულაციების შემუშავების თარიღები და სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების პასუხისმგებლობები. გეგმის აღსრულებას ზედამხედველობას კი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გაუწევს. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის ფარგლებში, ბავშთა უფლებების დაცვის მიმართულებით ბევრი ახალი პროექტი უნდა შემუშავდეს, უკვე ცნობილია რამდენიმე სიახლე, რომელიც კანონშია ასახული.მათ შორის, ბავშვები 18 წლამდე უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებენ, გარდა ამისა, კოდექსის მიხედვით, ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებული ხდება ბავშვებს დაახვედროს მეგობრული და ადაპტირებული გარემო, სადაც მათ მომსახურებას გაუწევენ ბავშვთა დაცვის სფეროში სპეციალიზებული საჯარო მოხელეები.კოდექსის მიხედვით, ბავშვის ოჯახიდან განცალკევება მოხდება უკიდურეს შემთხვევაში და მის აუცილებლობას მხოლოდ მოსამართლე გადაწყვეტს.ამასთან, სახელმწიფო ვალდებული ხდება სოციალურად დაუცველი ოჯახი უზრუნველყოს მათზე მორგებული ფინანსური დახმარებით, გარდა ამისა, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი შეისწავლიან მშობლების ფსიქიკურ და სოციალურ მდგომარეობას და დაეხმარებიან მათ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვაში, რაც მომავალში მშობლებს საშუალებას მისცემს დასაქმდნენ და თავად არჩინონ საკუთარი ოჯახი.სახელმწიფო ასევე იზრუნებს ალტერნატიული ზრუნვიდან გამოსულ პირებზე, რომელთაც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ასევე შეიქმნება ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბავშვთა შორის ჩაგვრის (ე.წ. ბულინგის) პრევენციისა და რეაგირების სისტემა - ცხელი ხაზი და კოორდინატორი.კოდექსზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო და მასში ჩართული იყვნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები, სახალხო დამცველი, სასამართლო და დამოუკიდებელი ექსპერტები.„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ამ კოდექსით დავიცავთ ჩვენს ბავშვებს, გავაძლიერებთ ოჯახებს და მივცემთ ბავშვებს უკეთეს განათლებას. ეს კოდექსი გრძელვადიან პერსპექტივაში დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ბავშვს გამოიყვანს სიღარიბიდან და ძალადობის ჭაობიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივად, ჩვენს ბავშვებს მივცემთ ნათელ და კარგ მომავალს“, - ამბობს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.კოდექსის მიხედვით, ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა აკრძალულია ოჯახში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. „ბავშვის უფლებების კოდექს“ აფასებენ ახალციხეში. ფსიქოლოგი გულიკო ბექაური ახალი კანონის მიღებას მიესალმება და განმარტავს, რომ ბავშვების უფლებების დასაცავად, რეგულაციები აქამდეც უნდა განხორციელებულიყო.„აქამდე ბავშვების უფლებების დაცვა, მხოლოდ თეორიულად მესმოდა, ამის შესახებ მუდმივად ვსაუბრობდით მაგრამ შედეგი არავის უნახავს. ბავშვებზე ძალადობის, მათი არაადამინური მოპყრობისა თუ არანორმალურ პირობებში ცხოვრების რიცხვი დღითიდღე იზრდება“,- გვიხსნის გულიკო ბექაური.მისივე თქმით, ბავშვის მშობლების გვერდით აღზრდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეთანხმება კოდექსის იმ ნაწილს, რომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ისისც სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს ბავშვების მშობლებთან განცალკევება: „ოჯახს ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, ბავშვის პიროვნების განვითრებაზე, მისი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე და აუცილებელია, მისი დედასთან ყოფნა. ამიტომ უკიდურესი შემთხვევის გარეშე, იგი არ უნდა განაცალკევონ. კარგად უნდა მოხდეს ბავშვზე დაკვირვება ასაკის მიხედვითაც და პირიქით უნდა ეცადოს სახელმწიფო, რომ ყველა პირობა შეუქმნას ცხოვრებისათვის“. გულიკო ბექაური ყურადღებას ბავშვებზე ძალადობაზეც ამახვილებს და განმარტავს, რომ წორედ აღნიშნული მოქმედებს ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფითად, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გასდევს.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება