შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘თუ სახელმწიფოს უნდა ხალხს მიწები წაართვას, მაშინ ეს ყაჩაღობაა’,–გედევან ფოფხაძე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24791 
 04 ნოემბერი 2019
დღეს, ოთხ ნოემბერს ბორჯომის მერიასთან, მიწის დარეგისტრირების მოთხოვნით, აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე შეხვდა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ბაკურიანელებსა და მიტარბელებს კუთვნილი მიწები დაუბრუნდებათ.„მომავალ სესიაზე, სამშაბათს პოლიტიკური განცხადებების რეჟმს გამოვიყენებ და პარლამენტში პოზიციას დავაფიქსირებ. გავერკვიოთ, თუ სახელმწიფოს უნდა ამ ხალხს, ეს მიწები წაართვას მაშინ ეს ყაჩაღობაა, თუ თავი ვერ მოაბა, რომ მათ მიწები დაუკანონოს მაშინ მინუსია და ესეც სახელმწიფოს არაქმედუნარიანობაზე მეტყველებს. თუ გვაქვს პრეტენზია რომ შემდგარი სახელმწიფოა ამ ადამიანებს ეს მიწები უნდა დაუკანონოს“,– ამბობს გედევანი.მისი თქმით, დოკუმენტაცია, რომელიც თავის დროზე არსებობდა და ადასტურებდა, რომ ეს მიწები ამ ხალხს ეკუთვნოდა „გაქრა“. „მაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს დოკუმენტაცია ვიღაცეების ხელში იყო და კორუფციული მიზნით იყენებდნენ. სთავაზობდნენ ამ მეპატრონეებს რომ შენ გამოგიჩენ ამ საბუთს, მაგრამ ეს მიწა უნდა მომყიდო არა საბაზო ღირებულებაში არამედ ათჯერ იაფად. ეს ხალხი ვინც გამოვიდა აქციაზე თავის დროზე ამას არ დათანხმდა“,– ამბობს ფოფხაძე.აქციის მონაწილეების მოთხოვნებსა და პრობლემებზე ბორჯომის მერიაში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.ბაკურიანისა და მიტარბის მოსახლეობამ ბორჯომის მერიასთან აქცია დღეს, ოთხ ნოემბერს გამართა, ადგილობრივები მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვენ.[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია