შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში 6 ბინას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 თებერვალი 2020
რუსთაველის ქუჩაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ ბინებს: N99, N 99 ა, N101, N103, N107. ასპინძის ქუჩაზე კი N36 საცხოვრებელ სახლს. მოწესირგდება ფასადები, სადარბაზოები და ეზოები.სამი ტენდერიდან ერთში შპს „მშენებელი 2004“-მა 349 500 ლარით გაიმარჯვა. კომპანია რუსთაველის ქუჩაზე ორ ბინას (99 და 99ა) ჩაუტარებს რეაბილიტაციას. სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 21 კვირაა.რაც შეეხება ასპინძის ქუჩაზე N36–ში და რუსთაველის N103-ში მდებარე საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაციას, აქ ტენდერი 365 168 ლარზეა გამოცხადებული და შერჩევა–შეფასება მიმდინარეობს.შერჩევა–შეფასების ეტაპზეა N101 და N107-ში მდებარე ბინების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერიც. სავარაუდო ღირებულება 296 266 ლარია.ახალციხის მერიამ სამივე ტენდერი ექვს იანვარს გამოაცხადა და წინადადებების მიღება 28 იანვარს დასრულდა.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია