შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჟვანიას სკოლამ ახალციხეში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 თებერვალი 2020
სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება დღეს, 13 თებერვალს გამართა. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის განმარტებით, სასწავლო პროცესი ქალაქ ახალციხეში დაკომპლექტებულ ორ სასწავლო ჯგუფში მიმდინარეობდა.სერტიფიკატების გადაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის მერის პირველმა მოადგილემ, გურამ მელიქიძემ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეკატერინე ორჯონიკიძემ, ახალციხის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზაზა თამარაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხმალაძემ. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია