შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ ‘ტერენდეზის’ დღესასწაული იზეიმა [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 თებერვალი 2020
„ტერენდეზი“ ქრისტეს შობიდან მეორმოცე დღეს, 13 თებერვალს აღინიშნება. სომხურ სამოციქულო ეკლესიაში საზეიმო წირვა 19:00 საათზე დაიწყო, შემდეგ კი ახალდაქორწინებულთა კურთხევის ცერემონია გაიმართა. დღესასწაულის მთავარი რიტუალი ცეცხლის ანთებაა, გადმოცემის თანახმად, თუ კოცონს ახლად დაქორწინებული წყვილი და შეყვარებულები გადაახტებიან სურვილები აუსრულდებათ. მორწმუნეებს სჯერათ, რომ ცეცხლი ათბობს მინდვრებს და ნაყოფიერს ხდის.კოცონს ეკლესიის გარდა მორწმუნეები საკუთარ ეზოებშიც ანთებენ. პირველად ცეცხლს ოჯახის უხუცესი უნდა გადაახტეს, ამით სახლი ბოროტებისგან გაიწმინდება, შემდეგ ახალგაზრდები და ბავშვები. თუ გადახტომის დროს გოგონას ქვედაკაბა დაეწვება, ის იმ წელს დაქორწინდება.[რიმა სარუხანიან, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია