შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

JNEWS.ge უკვე ქართულ ენაზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 თებერვალი 2020
ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი /Jnews.ge/ «ღია საზღვრების» ორგანიზაციის პროექტია და უკვე მე-6 წელია აქტიურად მუშაობს რეგიონში. დღემდე გვერდი მკითხველს ინფორმაციას სომხურსა და რუსულ ენებზე აცნობდა. ამ დღეებში გვერდის ქართული ვერსია ამოქმედდა, რომლის ნახვაც ka.jnews.ge-ს მისამართით არის შესაძლებელი, ან jnews.ge-დან ქართულ ენაზე გადასვლით. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს ომბუდსმენის წარმომადგენელი, ევროსაბჭოს და ნატოს ცენტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების სამინისტრო და სხვა სტუმრები. ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი რეგიონში არსებული მძიმე ინფორმაციული ვაკუუმის დაფარვის მიზნით შეიქმნა. პორტალი ყოველდღიურად აქვეყნებს სიახლეებისა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც აქტუალურია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. პორტალზე ასევე შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება ტრადიციებზე, ლეგენდებზე, საინტერესო ადგილებსა და ადამიანებზე. Jnews.ge მრავალი წლის განმავლობაში გეგმავდა ქართული ნაწილის შექმნას, რათა ინფორმაცია ქართულენოვან საზოგადოებისთვის გაეცნო. პრეზენტაციაზე წარადგინეს jnews-ის კიდევ ერთი პროექტი market.jnews.ge, რომელიც გვერდის მკითხველებს საშუალებს აძლევს უფასოდ განათავსონ განცხადებები და გააუმჯობესონ საკუთარი ბიზნესი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია