საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით დაწყებული კვლევა 25 დეკემბერს სრულდება. სამცხე–ჯავახეთში მშობლების ნაწილმა, ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე უარი განაცხადა.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 14 დეკემბერი 2018

სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, ორიდან შვიდ წლამდე ბავშვებში ვენიდან სისხლის აღება სექტემბერში დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით სისხლი, დაახლოებით, 1 500 ბავშვს უნდა აუღონ, თუმცა აღმოჩნდა, რომ იმ მშობლების ნაწილი, რომელთა შვილებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კველვაში მოხვდნენ, სისხლის აღებაზე უარს ამბობენ.„მშობლები ამბობენ თუ დაგვჭირდება ჩვენს შვილებს თავად ჩაუტარებთ ამ გამოკვლევევბსო. არ გვჭირდება და ბავშვი რატომ ვაწვალოთო“, – ამბობს საქსტატის ეროვნული სამსახურის ბორჯომის სამმართველოს უფროსი ნათელა გოგოლაძე და ამატებს, რომ იმ ბავშვების რაოდენობის ზუსტ რაოდენობას, რომლებსაც ანალიზი ვერ აუღეს, ჯერ ვერ განსაზღვრავს. მშობლების უარის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტმა განცხადებაც გაავრცელა. დეპარტამენტის უფროსმა კვლევის შედდეგად შერჩეული ბავშვების მშობლებს მოუწოდა, რომ მათ ამ შესაძლებლობაზე უარი არ ეთქვათ. მისი თქმით, ზოგადი სურათის შესაქმნელად საჭიროა სულ მცირე 1 500 ბავშვის ანალიზის ჩატარება. თუმცა ამ ეტაპზე, კვლევაში ჩართვის მაჩვენებელი 60%-ს არ აღემატება, ამან კი შესაძლოა, კვლევის სრულფასოვან ჩატარებას პრობლემა შეუქმნას, რაც საბოლოო ჯამში ვერ მოგვცემს ქვეყნისთვის რეპრეზენტატულ სურათს, რაც ხელს შეუშლის სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და ბავშვების საფრთხისგან დაცვას. „პრევენციის მიზნით, ამ საფრთხის წინაშე რომ არ დავმდგარიყავით გავაკეთეთ მიმართვა. დასრულებამდე მოვახერხებთ, რომ ბავშვების საჭირო რაოდენობას ავუღოთ სისხლი. ამ დროსითვის ეს რაოდენობა 1 400–მდეა“, –ამბობს ლელა სტურუა.კვლევას საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ატარებს. აღებული სისხლის ნიმუშები ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში იტალიაში გაიგზავნება. ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ ტყვიის ანალიზის პასუხებს და სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ უფასო კონსულტაციას გაუწევს.კვლევისთვის სამცხე–ჯავახეთში შვიდი ადამიანი გადამზადდა, ოთხი ინეტრვიუერი, ერთი ზედამხედველი, ერთი მზომველი და ერთიც ის პირი, ვინც ბავშვებს ვენიდან სისხლს უღებს.რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ხუთში კვლევა უკევ დასრულდა, ამ ეტაპზე კი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია