საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დღეს, 16 დეკემბერს 15:00 საათზე თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში დაიწყება.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 16 დეკემბერი 2018

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას თელავში დაესწრება მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი, მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი და სხვა საპატიო სტუმრები.ფიცის დადების ცერემონიის შემდგომ, ძალაში შევა საქართველოს ახალი კონსტიტუცია.პრეზიდენტის ინაუგურაცია პროტესტის ფონზე გაიმართება. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში აქციის გამართვას გეგმავენ. აქციაში მონაწილეობის მისაღებად ოპოზიციის წარმომადგენლები წავიდენენ სამცხე–ჯავახეთიდანაც.ინაუგურაციის გასაშუქებლად ჩასული ჟურნალისტები მოქალაქეებივით ღონისძიებას ეკრანზე უყურებენ. მათთვის ღონისძება დახურულია და ცალკეა გამოყოფილი ჯებირებით შემოსაზღვრული ტერიტორია, სადაც მონიტორი მონტაჟდება.[sknews.ge]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია